“ფუნდუკი” არის პიროვნება თავისი ხასიათით, ემოციებით და შეგრძნების უნარით. ხშირად, ის გვკარნახობს შემოქმედების თუ მოქმედების გზებს.”
“ფუნდუკის” შექმნის ამბავი რაღაცით იმ ბრენდებისას მოგაგონებთ, სადმე, სილიკონ-ველისნაირ ადგილას, ავტოფარეხში ფუსფუსით რომ იბადება და მწვერვალებისკენ უკომპრომისოდ მიიწევს. მარტივად საცნობი ხელწერით შექმნილი მინიმალისტური ავეჯი თუ სამოსი, ოჯახური საქმიანობის შედეგია. ბიზნესს ორი დამფუძნებელი, მარიკა ჭახრაკია და სანდრო წივწივაძე უდგანან სათავეში – მარიკა დიზაინერია, სანდრო კი – არქიტექტორი. თუმცა, შემოქმედებით პროცესში ჩართულია მთელი ოჯახი არასრულწლოვანი შვილების ჩათვლით. ყველაფერი კი, სანდროს სახლიდან დაიწყო.
“თავიდან სულ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით ჩემთან სახლში. მერე ნელ-ნელა გავედით აუთსორსზე. მერე, გავხსენით პირველი სახელოსნო, რომელიც ნელ-ნელა მცირე საწარმოდ იქცა.”
M: რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი ტიპის საქმე წამოგეწყოთ?
“ფუნდუკი” 2012 წელს დაიბადა. თავდაპირველად მას ჰქონდა კოლაბორაციები დიდ კომპანიებთან, უგონებდა და უწარმოებდა თანამედროვე და განსხვავებულ კორპორატიულ საჩუქრებს. 2015-ის მაისში “ფუნდუკმა” წარადგინა ავეჯის პირველი კოლექცია და მალევე გახსნა მაღაზია, სადაც ავეჯის გარდა, წარმოდგენილი იყო სუვენირები, აქსესუარები და ტანსაცმელი. “ფუნდუკის” ავეჯი ძალიან მოხერხებულოა იგი მარტივად იწყობა და იშლება ლურსმნისა და წებოს გარეშე, როგორც ლეგოს სათამაშოები. რაც ძალიან მოსახერხებელია პატარა სივრცეებისთვის და ასევე მარტივია გადასაადგილებლად.

“ფუნდუკის” ამოცანაა პროდუქტი იყოს მარტივი, სადა, თანამედროვე და რასაკვირველია, კომფორტული, რაც იგრძნობა ყველა ნაწარმში და მარტივად ამოცნობადს ხდის მას. ასეთი ავეჯისა და სხვა პროდუქტის იდეა განანაპირობა იმან, რომ ხშირად გვიწევდა გადაადგილება ბინიდან ბინაში და მოგზაურობა. დღეს, შესაძლებელია ერთ საათში დაშალო ბინის მთელი ავეჯი, ჩაატიო მსუბუქ მანქანაში და ახალ სივრცეში ააწყო, ასევე, ერთ საათში. ამას გარდა, “ფუნდუკი” ქმნის დეფიციტურ პროდუქტს, რომელიც თანამედროვე სკანდინავიურ ტენდენციებს და კონცეფციებს მოგაგონებთ.

M: მასშტაბების გაზრდა და ბიზნესად ქცევა როგორ შეძელით?
მე ჩემს მეგობართან ერთად მქონდა არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის სტუდია. თუმცა სულ მინდოდა ავეჯის დიზაინი და წარმოება რადგან ჩემთვის, როგორც მოფიქრების პროცესი, ასევე მისი შექმნის პროცესი არის მნიშვნელოვანი, როდესაც პროდუქის ბოლო სახემდე შენი შექმნილია. მარიკას სულ უნდოდა ჰქონოდა თავისი მაღაზია თავისი შექმნილი ნივთებით. სულ თავიდან მარიკამ და ჩემა ცოლმა თეიკომ შექმნეს კომპანია “ფუნდუკი”, დიდ კომპანიებთან თანამშრომლობდენ მე ჯერ მხოლოდ ვეხმარებოდი მალევე შევუერთდი.

ერთ-ერთი დიდი პროექტის დასრულებისას, გადავწყვიტეთ მისი სარგებლით ავეჯი გვეწარმოებინა გამოფენაც გავაკეთეთ სოფია მელნიკოვას ეზოში, რომელიც გადის ლიტერატურის მუზეუმის ეზოში. მივხვდით, რომ ძალიან გვჭირდებოდა შოურუმი და გამოფენიდან ზუსტად ერთ თვეში გავხსენით მაღაზია ვერაზე, ვაშლოვანის ქუჩაზე. თავიდან არავის სჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა და არ გავჩერდით.
შემდეგ, გავხსენით სეზონური მაღაზია ბათუმში კულტურის სამინისტროს დახმარებით ,”ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში. შემდეგ “ფაბრიკაში” გადავბარგდით. ვიღებდით და ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ ფესტივალებსა თუ გამოფენებში – “ეთნო ფესტი” სადაც 2018-ში უცხოელი ექსპერტების მიერ დასახელებულები ვიყავით, როგორც საუკეთესო სტენდი. ასევე “ოქსიჯენზე”. 2019-ში ქართული ავეჯის კლასტერის და ჩვენი კურატორების, ანჟელიკა რეიკისა და ქეთა ბუაჩიძის დახმარებით, გავემგზავრეთ გერმანიაში, კიოლნში, ევროპის ერთერთ უძველეს და მასშტაბურ ავეჯის გამოფენაზე Passagen Cologne Design Week, სადაც წარვდექით “დიზაინ ჯორჯიას” სახელით, 3 ქართველ დიზაინერთან XYZ Architecture, დიზაინ ბიურო და ანუკა თავართქილაძე და მსოფლიოს “ბიგ ნეიმებთან” ერთად. შემდეგ, არტფეარის ფარგლებში, გამოვეფინეთ MOMA-ში, ასევე, “დიზაინ ჯორჯიას” სახელით, სადაც პროდუქტის სხვა ქართველ დიზაინერებს ვუმასპინძლეთ. წელს, თებერვალში გავხსენით ერთთვიანი Pop-Up მაღაზია ტალინში.
M: დღეს, რას ქმნის “ფუნდუკი” და ვისთვის?
“ფუნდუკის” წარმატება და მით უმეტეს, ექსპორტზე გასვლა ყველას შეუძლებლად ეჩვენებოდა, თუმცა დღეს, ეს წარმოდგენა რადიკალურად შევცვალეთ. “ფუნდუკი” ყოველთვის ღიაა ექსპერიმენტებისთვის და მისი პროდუქტი შესაბამისად მრავალფეროვანია. “ფუნდუკის” მომხმარებელს არ აქვს ასაკობრივი ან რაიმე სხვა ზღვარი. ყველა პოულობს საყვარელ ნივთს “ფუნდუკში”. ამავდროულად გვაქვს, რამოდენიმე ხაზი ავეჯი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის “for yang professionals” და ტანსაცმელი რეივერებისთვის.
გარდა საკუთარი წარმოებისა “ფუნდუკი” თანამშრომლობს სოციალურ საწარმოებსა და სათვისტომოებთან. ასევე აქვს კოლაბორაციები სხვადასხვა ქართველ არტისტებთან – ცრუ, koshkata, museum shop, ceramic studio 1300, ნინი ფალავანდიშვილი.
მაღაზიაში გვაქვს რამოდენიმე ფოფ-აფ სივრცე, სადაც ქართველ დიზაინერებს აქვთ საშუალება ერთი თვის მანძილზე გამოეფინონ “ფუნდუკში”. ახლა ჩვენი სტუმრები არიან “ვენტილატორი, საინი/saini და xyz architecture.

ეს ყველაფერი ჩვენთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ძალიან ძნელია, როდესაც ხარ მარტო. ერთმანეთის დახმარებით გაცილებით მეტს მივაღწიეთ. პირველ რიგში ეს ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას ახდენს, რაც სიამაყით გვავსებს.
M: ამ დროისთვის, ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ?
“ფუნდუკი” არის შემოქმედებითი ადამიანების ერთიანობა, რომელიც იყო საქართველოში პირველი პრეცენდენტი, რომელსაც ჰქონდა და აქვს საკუთარი წარმოება და მაღაზია. ამ წლების მანძილზე “ფუნდუკს” ბევრი წარმატება ხვდა წილად. ბევრს საერთაშორისო ადგილიბრივ გამოფენებზე აქვს მიღებული მონაწილეობა. დღეს “ფუნდუკი” არის დიზაინ ჯორჯიას ბორდის წევრი. რომელიც ბევრ ქართველ დიზაინერს ეხმარება საერთაშორისო ბაზარს გაეცნოს და გააცნოს თავი. თუმცა ყველაზე დიდ წარმატებად და მიღწევად მიგვაჩნია, რომ “ფუნდუკის” პროდუქტი ადვილად საცნობია, როგორც ვიზუალური და ესთეტური მხრივ ასევე კონცეფციიდან გამომდინარე.
M: დაახასიათეთ “ფუნდუკი” ერთი წინადადებით…
“ფუნდუკი” არის ყველაზე ფერადი, მხიარული ამავდროულად საქმიანი და ურთიერთობისთვის კომფორტული ოჯახის წევრი
M: როგორ ფიქრობთ, ბაზარზე რა შეცვალა “ფუნდუკის” არსებობამ?
ბაზარზე გამოჩნდა ქართული, თანამედროვე და მოდური პროდუქტი, რომლის წარმატებამაც ბევრ სტარტაპერს მისცა სტიმული საქმიანობის დასაწყებად და დღეს ბაზარი ცოტა მეტად კონკურენტუნარიანია. ვთვლით, რომ ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაში, მცირედი წვლილი “ფუნდუკსაც” მიუძღვის.

M: “ფუნდუკი” რატომ დაარქვით?
“ფუნდუკი” ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ქარვასლას სადაც ხელოვანები და ოსტატები იკრიბებოდნენ და თავიანთი პროდუქტის პრეზენტაციასა და რეალიზაციას ახდენდნენ.
სწორედ ამიტომ დავარქვით – გარდა იმისა, რომ “ფუნდუკი” არის ბრენდი, ეს არის პლატფორმა, სადაც “სხვა ოსტატებს თუ არტისტებს შეუძლიათ წარმოაჩინონ თავი. ზუსტად ამას ნიშნავს “ფუნდუკი”.
M: როგორ შეეხო “ფუნდუკს” Covid-19-ის კრიზისი და როგორია თქვენი საპასუხო რეაქცია?
დავხურეთ მაღაზია თბილისშიც და ტალინშიც. გავაჩერეთ წარმოება თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით. თუმცა გაგვიმართლა, ისე დაემთხვა, რომ დიდი შეკვეთების დასრულება მოვასწარით ავეჯი ფაბრიკის ჰოსტელისთვის და გუდაურში “კვადრუმ სქი ენდ იოგა რეზორთისთვის”. ნაწილობრივი მარაგი გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელს ონლაინ მოვემსახუროთ. დავხურეთ, ოღონდ დროებით, რა თქმა უნდა. თუმცა, ამ დროს ვიყენებთ ინტელექტუალური სამუშაოებისთვის. ვიგონებთ ახალ პროდუქტებს, რომ როგორც კი ყველაფერი დასრულდება ეგრევე გამოვჩნდეთ ახალი პროდუქტით და გამოფენით. როგორც ოპტიმისტი ადამიანების ჯგუფი ვფიქრობთ, რომ მალე და უმტკივნეულოდ დასრულდება ეს ყველაფერი.

M: როდესაც თავიდან იწყებდით ამ საქმეს, წარმოგედგინათ ის, რაც არის ახლა?
თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით კეთდება აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. თუმცა ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი.
M: “ფუნდუკის” მომავალს როგორ ხედავთ?
სამომავლოდ იგეგმება წარმოების გახსნა ესტონეთში და ვემზადებით ევროპის ბაზრის დასაბყრობად .
თავდაპირველად ვგეგმავთ მაღაზიების გახსნას ტალინსა და ბერლინში.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი









