in

თუ ამ სტატიას გადააწყდი, დროა, შეისვენო და „ფუნდუკის“ გასაცნობად წამოგვყვე

დღეს, აჩქარებული ცხოვრების რიტმით, ინფორმაციითა და უდროობით გადაღლილ სამყაროში, ხშირად, გვავიწყდება, რომ სიცოცხლე მხოლოდ მიღწევები, შედეგები და საბოლოო მიზნები არაა… სიცოცხლე ყოველდღიური, პატარა ბედნიერებებია. ის მომეტია, რომელსაც აჩერებ, რომელსაც გრძნობ და რომელშიც ცხოვრობ.

„ფუნდუკიც“ სწორედ ამ ფილოსოფიით სავსე უნიკალური ქართული ბრენდია, რომელიც თავის თითოეულ პროდუქტს სიმარტივისა და მათი შექმნით მიღებული სიამოვნების გარდა იმ განსაკუთრებული თვისებითაც აერთიანებს, სიცოცხლის ყოველი წამით ტკბობაში რომ გვეხმარება.

როგორც თავად ბრენდის შემოქმედებმა, მარიკამ და სანდრომ გვითხრეს:

„ფუნდუკის თითოეული ნივთი, იდეის ანთებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე, სიცოცხლით სავსე პროცესს გადის. პროცესს, რომლისგანაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ, იმიტომ რომ გვჯერა, მთავარი, სწორედ დანიშნულებამდე მისასვლელი გზაა და არა თავად დანიშნულება.

ჩვენს ყოველდღიურობაში უამრავი რამაა, რაც სულ პატარა დისკომფორტს მაინც გვიქმნის. ფიქრიც სწორედ აქედან იწყება – აღმოვაჩენთ თუ არა დისკომფორტს, მაშინვე ალტერნატივების ძიებას ვიწყებთ – როგორ შეგვიძლია კარგად ნაცნობი ნივთები უფრო პრაქტიკული, დახვეწილი და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ?

ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ვიმსახურებთ, სიცოცხლის ყოველი წამი ბოლომდე შევიგრძნოთ და მისით დავტკბეთ.

ამიტომაც, ვქმნით #ეკოკომფორტულ ნივთებს, რომლებიც შთააგონებს და ხელს უწყობს ადამიანებს საკმარისი დრო, სივრცე და შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ სიცოცხლით იმაზე მეტად დატკბნენ, ვიდრე ეს ჩვენი ნივთების აღმოჩენამდე შეეძლოთ“.

ცოტას უშუალოდ პროდუქტებზეც ხომ არ მოგვიყვებოდით?

„ფუნდუკში“ ავეჯს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს ვქმნით, რომელთაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – სულ პატარა დეტალებითა და გამჭრიახი გადაჭრებით ჩვენს ყოველდღიურობას გაცილებთ ტკბილსა და სასიამოვნოს ხდიან.

მაგალითად, „ფუნდუკში“ იპოვი პირბადეს, რომელიც ყურებს არ გტკენს, იმიტომ რომ ყურებზე საერთოდაც არ კეთდება.

ანდაც, კედლის თაროს, რომელიც თვალის დახამხამებაში მაგიდად გადაიქცევა და სადაც გინდა, იქ წამოგყვება.

საპიკნიკე პლედზე რაღას იტყოდი, უცებ მოსაცმელად რომ შეგიძლია გადააკეთო, რა იცი, მდელოზე გასულს უცებ წვიმამ მოგისწროს

როგორც ახსენეთ, „ფუნდუკი“ ეკოკომფორტული ბრენდია. რას გულისხმობთ ეკოკომფორტულში?

ეკომეგობრული ნივთების უმეტესობა, როგორც წესი, ჩვენგან გარკვეულ დათმობებს მოითხოვს ხოლმე რაც ხშირად კომფორტზე გადის.

„ფუნდუკში“ გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა და სიცოცხლით ტკბობა ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს და შეგვიძლია, ისინი ერთმანეთის შემავსებელ ნაწილებადაც ვაქციოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ სულაც ახალი სიტყვა – #ეკოკომფორტული დაგვემკვიდრებინა – სიტყვა, რომელიც „ფუნდუკის“ თითოეულ პროდუქტს აერთიანებს.

იმისთვის, რომ ცხოვრებით კიდევ უფრო მეტად დატკბე, „ფუნდუკის“ სოციალურ გვერდებსაც შეგიძლია გაჰყვე  Facebook-სა და Instagram-ზე!

აი, მისამართიც: ს. ჩიქოვანის ქუჩა N30


ახლა კი, ცოტა ხნით საქმისგან თავის დასაღწევად შემოსულს განსატვირთად ერთ რჩევას შემოგაშველებთ. ამ აბზაცს ბოლომდე რომ ჩაიკითხავ, ციფრული მოწყობილობა გვერდზე გადადე და დააკვირდი, რამდენი განსხვავებული მოფუსფუსე ხმა ისმის შენ გარშემო. რამდენიმეს რომ აღმოაჩენ, სიამოვნებისგან ჩაგეღიმება. მგონი, სწორედ ეგაა მომენტის მოხელთება და მისით ტკბობა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Mziuri Gardens – Apartments Promising a Harmonious Life

IKEA-ს პირველი ჭკვიანი ჰაერის გამწმენდი, რომელიც მაგიდის ფუნქციას ითავსებს