ფუნიკულიორი თბილისში შექმნილი ელექტრონული ბენდია, რომელიც ლევან ჯავახიშვილმა და ვაჟა ბექაურმა ჩამოაყალიბეს, მოგვიანებით მათ გოგი ძოძუაშვილიც შეუერთდა. იგი ძველი ბენდის “Mother on Monday’s” ახალი ვერსიაა – ისინი მსმენელს ახალი სახელითა და ოდნავ უფრო ახლებური მუსიკალური პროფილით მოევლინენ. ახლა უკვე ვოკალისტი, ტექსტების ავტორი და კომპოზიტორი მარია ტომი კი ბენდს 2018 წელს შეუერთდა. Marketer.ge ბენდის სწორედ ამ წევრს გაესაუბრა:
M: პირველ რიგში გვითხარით, რა ჟანრში მოღვაწეობთ?
ჩვენი მუსიკალური ჟანრი არის ელექტრონული მუსიკის ყველა ჟანრის მიქსი. ჩვენი მუსიკა 80 და 90-იანი წლების მუსიკის ელემენტების შერწყმაა თანამედროვე electronica და indie dance-თან.
M: როგორ იქმნება Funicular-ის მუსიკა?
ვსხდებით სამივე, კომპოზიციის შექმნას ვიწყებთ და სხვადასხვა ნაწილს/სტრუქტურას ნელ-ნელა ვამატებთ, შემდეგ კი ვაკვირდებით საითკენ მიდის იგი.. ჩვენი ფოკუსი მიმართულია იმგვარი მუსიკის შექმნისკენ, რომელიც ყველას ესიამოვნება. ჩვენ, გუნდის წევრებს სხვადასხვა მუსიკალური “ბექგრაუნდი” გვაქვს და ამიტომაც ერთად მუშაობით კომპოზიციებში სხვადასხვა პერსპექტივას ვაერთიანებთ.
M: როგორ ფიქრობთ, როგორი გარემოა თბილისში მუსიკალური კუთხით?
თბილისის მუსიკალური გემოვნება ბევრ განსხვავებულ ჟანრს აერთიანებს, გააჩნია, კონკრეტულად რა ადგილას იმყოფები. ჩვენ გვსურს, რომ არ ვიყოთ ჩარჩოებში მოქცეულნი და შევქმნათ რაღაც ახალი, რომელსაც თავისი გზა და განვითარება ექნება..
M: რომელი მუსიკოსები არიან თქვენი შემოქმედების ძირითადი წყაროები?
ჩვენზე მუსიკალური გავლენა უმეტესწილად იქონიეს: The Beatles, Pink Floyd, The Doors, the Cure, John Coltrane, Miles Davis, Talking Heads, Depeche Mode, David Bowie, Michael Jackson, prince….
M: სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ..
პირველ რიგში, ვგეგმავთ ახალი სიმღერების ჩაწერას და ალბომის გამოშვებას, ასევე დიდ ფესტივალებზე ლაივ-შესრულებებს. გვსურს, უფრო მეტად გავთვითცნობიერდეთ და შევისწავლოთ ჩვენი საქმე პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და ამგვარად შევქმნათ ახალი კომპოზიციები..
M: და ბოლოს, დაუტოვეთ #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე