in

ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ძაღლის ყეფის თარგმნა შეუძლია

M2

ვიდეოკამერას Furbo, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სახლში მარტო დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებთან დისტანციური ინტერაქციისა და მათი გამოკვების მიზნით შეიქმნა, ახალი – ყეფის თარგმნის ფუნქცია ემატება. როგორც მისი შემქმნელები The New York Times-თან საუბრისას აღნიშნავენ, ხშირად, ჩვენი ძაღლები ცდილობენ მოახლოებული საფრთხის შესახებ გაგვაფრთხილონ, მათ კი, ტექნოლოგიური პროდუქტის გამოყენებით, შეუძლიათ ეს გაფრთხილება ჩვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნონ.

ამისათვის, კომპანია Tomofun ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს. ამ მხრივ, უკვე მზადაა კომპიუტერული მოდელი – ალგორითმი, რომელიც ათასობით ათწამიანი ვიდეოჩანაწერის დახმარებით გაწვრთნეს. აღსანიშნავია, რომ Tomofun-ს ძაღლების ქცევაზე დაკვირვების დიდი შესაძლებლობა აქვს, რადგან მას, მისი პროდუქტის დახმარებით, შეუძლია თვალი ადევნოს ძაღლებს თვეებისა და წლების განმავლობაში. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ერთგვარი მონაცემთა ბაზა, ამ მიმართულების კვლევისთვის, ძალიან ღირებულია.

ინტერაქტიული და ჭკვიანი კამერა Furbo ახლა 200 დოლარამდე ღირს და უცნობია, რა იქნება მისი ფასი ყეფის თარგმნის ფუნქციის დამატების შემდეგ. ის კი ვიცით, რომ მისი ახალი ვერსია ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება.

გითხრათ, რა არის შენი სუპერძალა? – LEGO-ს სააღდგომო კამპანია

რაც უფრო ვისწავლით დისტანციურად ურთიერთობას, მით მალე შევხვდებით მათ, ვინც ასე გვენატრება – საქართველოს ბანკი