30
Apr
2019

10-12 მაისს ტექნოპარკში Future Agro Challenge 2019 ჩატარდება

30 Apr 2019

საქართველო თბილისის სტარტაპ ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბილაინის მხარდაჭერით Future Agro Challenge-ს უერთდება. ქართული ნაციონალური ჩემპიონატი ჩატარდება 10-12 მაისს, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა#7, ოქროყანა, თბილისი).

 

წლევანდელი ჰაკათონი გაიმართება შემდეგ კატეგორიებში:

Agro Logistics // Agro Tourism // Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives // Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software // Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science // Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture // Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms // Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და გუნდს იმ შემთხვევაში, თუ:

გუნდი 5 წელზე ნაკლებია, არსებობს

თუ გუნდს აქვს ინოვაციური და მასშტაბური ბიზნეს იდეა, აქვს ბიზნეს მოდელი და ჰყავს სამიზნე აუდიტორია

თუ  ჰქონია გაყიდვები ან MVP

თუ შეუძლია, გამოავლინოს უნიკალური, ძლიერი და გამოყენებადი ტექნოლოგია ან ინოვაცია

თუ გუნდის მინიმუმ ერთი წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე

აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია და იგი 7 მაისის ჩათვლით (19:00 საათამდე) გაგრძელდება.

შერჩეული აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ 10-12 მაისს 48 საათიან ჰაკათონში და 12 მაისს გამოვლინდება ნაციონალური გამარჯვებული, რომელიც მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს.

Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

განხილვა