in

მაიმუნი, რომელიც მონა ლიზას მოგაგონებთ — Future-ის ორიგინალური შეფუთვა

Future ენერგეტიკულ და გაზიან სასმელებს აწარმოებს. კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას კი ბაზარზე თავისი შეფუთვით აპირებს. დიახ, მათი მიზანია, თაროზე განთავსებულმა სასმელმა მომხმარებლის ყურადღება წამებში მიიპყროს. 

იმის გამო, რომ კონკურენტებს ფერადი შეფუთვები აქვს, აქ თქვენ შავ-თეთრ დიზაინს შეხვდებით. კონკრეტული გადაწყვეტილებით კი ბრენდმა ბევრი ფულიც დაზოგა… NFT დიზაინის საწყისი იდეა, რაშიც ბედნიერი, გაბრაზებული თუ მხიარული მაიმუნების დახატვა იგულისხმება, ლეონარდი და ვინჩის ყველაზე ცნობილ ნახატთან არის გაერთიანებული. 

ხოლო, თუ თავდაპირველად დიზაინზე ხელით მუშაობდნენ, პერსონაჟებისა და მოძრაობების შერჩევის შემდეგ საქმეში ციფრული ინსტრუმენტებიც ჩაერთო. შეფუთვაში ამ ტექნიკის გამოყენების მთავარი მიზეზი შესრულების სიმარტივე და ამავდროულად, აუდიტორიისთვის დიზაინის სირთულე იყო …

კონკრეტული შეფუთვის დიზაინზე Metis Studio-მ იმუშავა. თუმცა, როგორც ამბობენ, პროცესში Future brand-ის გუნდიც აქტიურად იყო ჩართული. 

EE აპლიკაციების გამოყენება მაშინაც შესაძლებელია, როცა ინტერნეტი იწურება

მენიუს დიზაინების 200-წლიანი ისტორია 1 წიგნში