in

Future Factory, თავისი სახელით თამაშით, ახალ იდენტობას ქმნის

2011 წელს დაარსდა Future Factory, ახალი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია კრეატიული სააგენტოებისთვის. ახალი ბიზნეს სტრატეგიების გულდასმით შემუშავებით და მათთვის მიწოდებით, საკონსულტაციო კომპანია უზრუნველყოფს, რომ სააგენტოებმა არა მხოლოდ მიაღწიონ თავიანთ მიზანს, არამედ მომხმარებლებთან ღირებული ურთიერთობებიც განავითარონ.

BOG
BOG

წარმატებული ათწლეულის შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა, დიზაინისა და ბრენდის საკონსულტაციო სააგენტო DutchScot-ისთვის მიემართა და ახალი სახე შეექმნა. მას სურს, ვიზუალურად დაუკავშირდეს კრეატიულ სააგენტოებს, თავიდან აიცილოს „ანტიდიზაინერის“ სახე, რომელსაც წამყვან კომპანიებში იყენებენ. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე შექმნა ლონდონის სტუდიამ ახალი იდენტობა.

ბრენდის ახალი ვიზუალური ენა და იდენტობა სიტყვა „ქარხნის“ ირგვლივ ტრიალებს, რათა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ Factory of the Future-ის იდგომა წამყვან თაობაზე არის სხვა არაფერი, თუ არა მასობრივი წარმოება. „ჩვენ ძალიან მოგვწონდა მათი სახელის სერიული, „ქარხნის“ ელემენტის კომბინაცია და მუშაობისადმი ძალიან პერსონალური, პირადი მიდგომა. სახელი ისეთ კომბინაციად წარმოვიდგინეთ, რომლითაც თამაში ნაყოფიერი იქნებოდა… და ეს სიმართლე აღმოჩნდა“, — აღნიშნავს ჯეიკობ ვანდერკარი, DutchScot-ის კრეატიული პარტნიორი.

საგულისხმოა, რომ Future Factory-ის ორიგინალური ბრენდი დენ სუდრონის მიერ შეიქმნა. ის თავისუფალ ვექტორს დაეფუძნა, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინა გუნდმა, ტომ იორკმა თავისი ერთ-ერთი ალბომის გარეკანზე გამოიყენა. „მართალია, ტომ იორკთან რაღაცის გაზიარება საკმაოდ მაგარი იყო, მაგრამ დროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ბრენდი ასახავს იმას, რასაც ვაკეთებთ და სადაც მივდივართ“, — განმარტავს დენ სუდრონი.

საუკეთესო ლიდერებს გადამდები დადებითი ენერგია აქვთ

შეუჩერებელი პროტაგონისტი – Maserati-ის ავტოისტორია