7
Nov
2018

მომავლის ლაბორატორია თბილისის სკოლაში

7 Nov 2018

საკონსულტაციო კომპანიამ Future Laboratory თბილისის ევროპულ სკოლაში ახალი პროექტი წამოიწყო. ესაა სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკურ (STEM) ინოვაციებზე დაფუძნებული სკოლის კონცეფცია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო პროცესებს სკოლაში და ბავშვს მომავლის სამუშაო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ამზადებს. პროექტის ფარგლებში, გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (PBL) სასწავლო მეთოდოლოგია, რაც, პროექტის ავტორების თქმით, ბავშვებს ახალ უნარებს უვითარებს. ასევე, შეიქმნა ტრანსფორმირებადი, ინოვაციური დიზაინისა და სასკოლო სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული სივრცე აღნიშნული პროცესების განსახორციელებლად.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

აღსანიშნავია, რომ 1-10 კლასის მოსწავლეები გადიან საგანს, სახელწოდებით “მომავლის პროფესიები”. მომავლის გაკვეთილების ფარგლებში, ბავშვები სწავლობენ რობოტიკას, 3D პრინტერის მოდელირებას, სტარტაპსა და მეწარმეობას და ა.შ.
 

გიორგი ხაჩიძე, Future Laboratory, ოპერაციული დირექტორი:“ესაა ფაბლაბი და ინოვაციების ცენტრი, რომელიც ინტეგრირებულია სწავლებაში. აღსანიშნავია, რომ ბავშვებს საგნად ჩავუსვით “მომავლის პროფესიები” და 1-დან მე-10 კლასის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ამ სივრცეში უტარდებათ სხვადასხვა მომავლის გაკვეთილი. მაგალითად, პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე რობოტებს აპროგრამებენ, მეხუთე კლასელები 3 დ პრინტერებს და მოდელირებას სწავლობენ რომ ბოლოს პროექტები გააკეთონ, მე-7-9 კლასელები სწავლობენ ფაბლაბის აპარატურის გამოყენებას და ქმნიან ისეთ პროექტებს, როგორიცაა: 3D პრინტერზე დაბეჭდილი კაბა, რობოტი, რომელიც იატაკს გვის და ა.შ… მე- 10 კლასელები სტარტაპებს და მეწარმეობას.

ეს უპრეცედენტო პროექტია სკოლის ბაზაზე ჩვენს ქვეყანაშიც და რეგიონშიც. სივრცის დიზაინი, ფაბლაბის აპარატურა და ტექნოლოგიები, სასწავლო სილაბუსები კლასების მიხედვით, ახალი სასწავლო მეთოდოლოგია პროექტებზე დაფუძნებული სწავლება – ყველაფერი არის ჩვენი ინტელექტუალური პროდუქტი, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ სტანდარტებს, რომლებსაც სტანდარტებს მოვარგეთ ლოკალური მოთხოვნები.

პირველ რიგში, ბავშვებს მისცემს 21-ე საუკუნის უნარებს, რაც ეხება კრეატიულობას, კომუნიკაციას, კოლაბორაციას და კრიტიკულ აზროვნებას. მეორე მხრივ, გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს დაეუფლებიან. ასევე, ამ ტექნოლოგიების ცოდნას მეათე კლასში სტარტაპსა და მეწარმეობას რომ დავუმატებთ,  მოსწავლეები შექმნიან გლობალურად საინტერესო ინოვაციურ სტარტაპებს, მათ კარიერაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ პროექტი, მსგასი მასშტაბებით, ჯერ არსად არ დანერგილა, თუმცა ინოვაციური ინფრასტრუქტურა, სასწავლო მეთოდოლოგია და მომავლის პროფესიები 5-6 კლასებისთვის დავნერგეთ ბაქსვუდში, ეს პროექტი ამ თვის ბოლოდან დაიწყება.


ბაქსვუდში, ასევე, გავაკეთეთ ღია საკლასო ოთახის პრინციპი, ანუ ორი საკლასო ოთახი მინის ტიხრით არის გაყოფილი. სხვადასხვა საგნის ბავშვები ერთმანეთს ხედავენ და სწავლობენ ნებისმიერ გარემოში კონცენტრაციის მოხდენას სწავლაზე, საქმეზე, ამით მათ გარკვეული უნარები უვითარდებათ, ესეთი პრინციპიც პირველი იქნება ქვეყანაში.
ბაქსვუდში განსხვავება ასევე არის ის, რომ ბავშვები თვისუფლად მუშაობენ, ვისაც სურს ძირს ზის, წამოწოლილია, სკამზე ან პუფში ზის და ისე სწავლობს, რაც, კვლევებით და ჩვენი დაკვირვებით, კიდევ უფრო ეფექტურს ხდის გაკვეთილს.”

განხილვა