in

GoandGrow – Future Laboratory-ის პროექტი მოსწავლეთა კრეატიულობის შეფასებისა და განვითარებისთვის

Future Laboratory, წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, მათივე თქმით, უნიკალურ მეთოდებს და პროცესებს ნერგავს. კომპანია, მოსწავლეების 21-ე საუკუნის უნარების (კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, კოგნიტიური მოქნილობა და ა.შ.) შეფასებისა და განვითარებისთვის, პროდუქტ GoandGrow-ს იყენებს.

BOG
BOG

GoandGrow-ით მოსწავლეები, შეიძენენ როგორც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას,  ისე თამაშებზე დამყარებული მეთოდით, სახალისო ფორმაში, განუვითარდებათ კოგნიტური უნარები. ასევე მიიღებენ ფაქტობრივ ცოდნას სხვადასხვა დისციპლინაში. პროცესი აამაღლებს მოსწავლეებში დივერგენტულ და კონვერგენტულ აზროვნებას, სინთეზის და ახალი იდეების მოფიქრების, ასევე – ანალიზის უნარს, გაზრდის ცვლილებებისადმი მდგრადობას. პროექტი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელდება, გადამზადდა ისტ-ის მასწავლებელიც, საგაკვეთილო პროცესში სისტემის მართვისთვის“.

Future Laboratory-ში ამბობენ, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების ეპოქაში, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, 21-ე საუკუნის უნარები გადამწყვეტია.

„Future Laboratory, პროექტ GoandGrow-ს ფარგლებში, კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების და სხვა უნარების გაზომვის და განვითარების სისტემის გლობალურ ბაზარზე გატანას გეგმას. GoandGrow-ს გამოყენება შესაძლებელია, როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში, კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებში.

[R]

სპაგეტის ამ შეფუთვით დოზირების კონტროლი შეგიძლიათ

მოწყობილობა, რომელიც დამწვრობით დაზიანებულ კანზე ახალ კანს „პრინტავს“