in

შესაძლოა, ინდუსტრიების მომავალი ციფრული სულაც არ იყოს

დღეს ინდუსტრიები საერთო გამოწვევების წინაშე დგას. ავტომატიზაციის ღირებულების მიღება კი მათ შორის პირველ ადგილზეა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებას, ქარხნებსა და მიწოდების ქსელებს ეყრდნობიან. მანქანები გარკვეულ ღირებულებას გვთავაზობენ, თუმცა ისეთ ჭეშმარიტს არა, როგორსაც ადამიანები… ხოლო, როცა მანქანებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ადამიანებს შორის კავშირი იკარგება, შედეგები დამღუპველი ხდება — მანქანები უსაქმოდ რჩება, პროგრამები ხელს უშლის პროდუქტიულობას, თანამშრომლები კი იმედგაცრუებულები ხდებიან. 

ცოდნის გააქტიურება ისე, რომ ღირებულების მიღება მოხდეს, მხოლოდ გარემოებებთან, ბაზრებსა და ბიზნეს მოდელებთან მუდმივი ადაპტაციით შეიძლება. თუმცა ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ განსხვავებულ საკითხებად აღიქმება. სამუშაო ძალა კი სადღაც, მათ შუაში იკარგება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ სამუშაო ძალის გაზრდა არის მიზეზი, რის გამოც მანქანები და ციფრული სამყარო რელევანტური გახდა. შესაძლოა, ციფრული ნაწილი ინდუსტრიებისთვის ერთ-ერთი გამაძლიერებელი ფაქტორიც იყოს, თუმცა არა, ერთადერთი. აქ კი უნდა დავსვათ კითხვა: რა განაპირობებს ინდუსტრიული კომპანიების წარმატებას?

დღეს არც ავტომატიზაციისა და თანამშრომელთა მენეჯმენტის გამოწვევები განიხილება ერთი და იმავე მონეტის ორ მხარედ, სანაცვლოდ კი, თითოეულთან გასამკლავებლად ძალისხმევას ცალ-ცალკე ვხარჯავთ. თუმცა, რატომ ხდება ასე? Deloitte-ის კვლევა შემდეგ ფაქტს გვთავაზობს — მწარმოებლებს 2030 წლისთვის 2.1 მილიონი სამუშაო დარჩებათ ვაკანტური, ამას დამატებული ისიც, რომ ადამიანებს საცალო ვაჭრობის, მომსახურებისა და ტექნოლოგიურ სფეროებში ურჩევნიათ მუშაობა… 

გამოდის, მწარმოებლებმა Z თაობისა და მილენიალების მოზიდვაზე უნდა იფიქრონ? თუ ასეა, წარმატება ციფრულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, რადგან ეს ის თაობებია, რომლებიც სმარტფონებთან, რობოტებთან და AI-სთან ერთად გაიზარდნენ. თუმცა არსებული საკითხი მწარმოებლებისთვის ციფრულს კი არა, ადამიანთა გამოწვევას წარმოქმნის. დღეს მაღაზიებში კვლავ იყენებენ კალმებსა და ქაღალდებს. ინფორმაციების ამგვარად ანოტაცია კი მცდარ და არაეფექტურ პროცესებზე მიგვითითებს. მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესის გაციფრულება ყოველთვის არ არის პანაცეა.

ხოლო გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელი პროცესები უნდა გაციფრულდეს რეალურ დაბრკოლებებს უნდა ეფუძნებოდეს და ეს საკითხი თანამშრომლებთან ერთად უნდა გადაწყდეს. ბუნებრივია, ყველაფერი დაუყოვნებლივ ციფრული ვერ გახდება. ასე რომ, კალმისა და ქაღალდის გამოყენება პირდაპირ არ აკრძალოთ, მიეცით ადამიანებს წვდომა მათზე, მაგრამ ამასთან, ალტერნატივაც შესთავაზეთ. 

მეორე უკიდურესობა კი ის არის, რომ წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები დღეს ძალიან ძვირი და კომპლექსურია… აქ კი შესაძლებლობას თქვენს მაღაზიაში არსებული გამოუყენებელი ნიჭი წარმოადგენს. ოპერატორებს უფრო დიდი სურათის დანახვა რომ შეეძლოთ, შესაძლოა, ბევრად მნიშვნელოვანიც გახდნენ თავიანთი ორგანიზაციისთვის. თუმცა ციფრული ხელსაწყოებით, რომლებიც კონტექსტუალური ინფორმაციის გაზიარების საშუალებას ცალსახად იძლევა, იქნება ეს რეალურ დროში უკუკავშირი, მომიჯნავე პროცესებისა თუ მიწოდების ქსელის განვითარება, წარმოებაში მომუშავე ადამიანებმა შეიძლება განათლების სფეროში გადაინაცვლონ. წარმოიდგინეთ, რამდენ ინოვაციას შემოგვთავაზებდა კომპანია, თუ მასში ყველა მომუშავე ადამიანი საკუთარ ინოვაციურ იდეებს გააჟღერებდა… ციფრული ინსტრუმენტები აქ უბრალოდ უკან ხაზზე უნდა დარჩეს და დასაქმებულებს მუშაობის ნება მისცეს.

მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც ქარხნები მოდერნიზებულია, მაგრამ სექტორი მაინც ფიქრობს, რომ მას ცუდი რეპუტაციის წინააღმდეგ სჭირდება ბრძოლა. თუმცა აქ, ალბათ, მწარმოებლებმა ცოტა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. აღქმის ცვლილება კი, სავარაუდოდ, თავისთავად მოხდება. წარმოება პრაქტიკული სამუშაოა. თქვენ აკეთებთ იმას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. საუკეთესო შემთხვევაში კი, გაძლიერებული მანქანური სწავლის ალგორითმებითა და სენსორებით მოწინავე მანქანებსა და რობოტებთან ერთად მუშაობთ. ხოლო ინჟინრები, რომლებიც ოპერაციულ მხარეზე არიან პასუხისმგებელნი, ტექნოლოგიებს უკან ხაზზე ანაცვლებენ. მომავალი ინდუსტრიულ კომპანიებში კი, როგორებიცაა Stanley Black & Decker, J&J და DMG MORI, ინჟინრები მსუბუქ პროგრამებს შემოიტანენ, რომლებიც არ საჭიროებს კოდირების უნარებს. შედეგად, მათ შეუძლიათ როგორც მანქანების, ისე ადამიანების წარმოების პროცესებში მუდმივი გაუმჯობესება აჩვენონ.

ხოლო, იმისთვის, რომ ავტომატიზაციიდან გაფართოებაზე გადახვიდეთ, თქვენ ცვლილებების არსებობა უნდა დაუშვათ. იმის ნაცვლად, რომ დაუყოვნებლივ გააციფრულოთ კომპანია, თანამშრომლებს შორის უნდა ჩადგეთ და რეალური გამოწვევების შესახებ გაიგოთ. ინდუსტრიას ასევე სჭირდება გზა ახალი ნიჭის მოსაზიდად, თუმცა აქ თქვენთვის საზიანო აღმოჩნდება, თუ დაპირებებს მხოლოდ PR-ზე დააფუძნებთ გასცემთ. პერსონალის გაუმჯობესება დამოკიდებულია იმაზე, რომ გქონდეთ მიმზიდველი სამუშაო ადგილი, რათა მათ ზრდისა და ინოვაციების შესაძლებლობები შესთავაზოთ.

გამოდის, ინდუსტრიების მომავალი არა ციფრული, არამედ ადამიანურია. ტექნოლოგიურ აჟიოტაჟზე აყოლის ნაცვლად, დღეს კომპანიებმა ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა უნდა ეცადონ, რომლებიც მანქანებსა და პროგრამებს საკუთარი პერსონალის გარშემო გადააწყობს. გახსოვდეთ, რომ გაძლიერებული სამუშაო ძალა უფრო მეტ ინოვაციასა და ხანგრძლივ შედეგს მოგაწვდით.

რაში გვჭირდება ბიზნესკონსულტანტი? – თამთა შერმადინი

როგორ ვიპოვოთ საოცნებო სამსახური?