Apple-მა ჭკვიანი საათის რეკლამები გამოუშვა. ბრენდი, მისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი ვიზუალური ამბის თხრობით გვაცნობს Watch Series 6-ის ძირითად ფუნქციებს. „ჯანმრთელობის მომავალი შენს მაჯაზეა“ – ამ გზავნილით, Apple საათის ისეთ უპირატესობებს გადმოგვცემს, როგორიცაა ძილის რეჟიმისა და ვარჯიშის დეტალური კონტროლი. ამას გარდა, საათით კარდიოგრამის გადაღება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ნახეთ და შეაფასეთ Watch Series 6-ის რეკლამა.