in

ვინ გინდა გამოხვიდე? – მომავლის პროფესიები და UI/UX დიზაინი

“ვინ გინდა გამოხვიდე?” – ამ ფრაზას ბავშვობიდან ვისმენთ. სურვილებიც სხვადასხვაგვარია, კოსმონავტობით დაწყებული, პრეზიდენტობით დამთავრებული. მოზრდილ ასაკში კი, ვაცნობიერებთ, რომ პროფესია, ერთდროულად, ჩვენს ინტერესებს, შესაძლებლობებს და შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ.

შრომის ბაზარი კი სწრაფად იზრდება და კითხვას “ვინ გინდა გამოხვიდე?” ცალსახა პასუხი არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ ის, ვინც გვსურს და ავყვეთ დასაქმების ბაზრის ტენდენციებს. მით უფრო, რომ იცვლება სამომხმარებლო ბაზარიც და დასაქმების პრაქტიკაც. გაჩნდა ახალი პროფესიები, ხოლო მცოდნე ადამიანებზე მოთხოვნამ კიდევ უფრო იმატა. თავის მხრივ, პროფესიები უფრო ვიწრო სპეციალიზაციებად დაიყო, რამაც მეტი კონკრეტიკა შესძინა საქმიანობას. ყოველივე ამან, ერთი მხრივ, ადამიანებისგან უფრო მეტი მოქნილობა მოითხოვა, ახლის ათვისებისა და მუდმივი განვითარების კუთხით, თავად კარიერულ განვითარებას კი, სრულიად ახლებური გეზი მისცა.

ყოველივე ეს კი, ყველაზე მკაფიოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდა, როდესაც მთელმა მსოფლიომ სახლიდან დაიწყო სწავლაც, სწავლებაც, მუშაობაც და მაუწყებლობაც. ის, რაც აქამდე სტაბილურად გვეჩვენებოდა, სრულიად თავდაყირა დადგა, და კაცობრიობა წინსვლის გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით. წინსვლა და სამომავლო განვითარება კი, უდავოდ, უკავშირდება ახალ აქტუალურ პროფესიებს, რომელთა შესახებაც ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკმა კომპანია “ინსორსთან” ერთად, ახალი პროექტი წამოიწყო.

პროექტის მთავარი ჩანაფიქრი ადამიანებისთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების ჩვენება და არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენებაში ხელშეწყობაა. პროექტის  ფარგლებში, დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ თოქებისა და ბლოგების მომზადება. დაინტერესებულ პირებს წვდომა ექნებათ ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა შრომის ბაზარზე  დღეს არსებული ვითარება და მომავლის პროფესიები. პროექტის ფარგლებში, უკვე გავრცელდა პირველი ვიდეორგოლი, სადაც მომავლის პროფესიებზე ადამიანური რესურსის მართვის ექსპერტი მედეა ტაბატაძე საუბრობს. ახლა კი, შეიქმნა მეორე ვიდეორგოლიც, რომელშიც სააგენტო რედბერის UI/UX დირექტორი ანი ერქომაიშვილი, UI/UX დიზაინის შესახებ გვიყვება.

პროექტის ფარგლებში ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს მომავლის პროფესიებზე საინტერესო კონტენტების შექმნას, მათ შორის ბლოგების სახით. ამ პროექტის დანიშნულებაა იმ ხალხის მოტივირება, ვისმა საქმიანობამაც შესაძლოა დაკარგა ატუალობა და სჭირდება ბიძგი, რომ ახალ პროფესიას დაეუფლოს. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს, სწორი არჩევანის გაკეთებაში და იმის განსაზღვრაში თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი.

 

[R]

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტვინი გვატყუებს?

„საქართველოს ბანკში“, იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას „ონლაინ“ შეძლებენ