კოპენჰაგენის ინსტიტუტის ინტერაქტიული დიზაინის სტუდენტებმა ინოვაციური სარკე “Future Self Mirror” შექმნეს. შეიძლება თავი ზღაპარში ან ფუტურისტული ჟანრის ფილმში გეგონოთ, მაგრამ სარკე, რომელიც რეალობას “გიწინასწარმეტყველებთ” უკვე შემუშავებულია და მისი პროტოტიპიც არსებობს.
“Future Self Mirror” მთელი დღის აქტივობებს სმარტფონის და სხვა დამხმარე გაჯეთების საშუალებით აგროვებს და დღის ბოლოს გაწვდით ინფორმაციას თქვენი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ სარკე თქვენს მომავალ მდგომარეობასაც გაჩვენებთ, ანუ “Future Self Mirror”-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება ნახოთ, თუ როგორი იქნებით წლების შემდეგ. ასევე “Future Self Mirror” შეუძლია “გიწინასწარმეტყველოთ” დიეტის შემდეგ რამდენს დაიკლებთ, ყოველდღიური ვარჯიშის შემთხვევაში როგორი ფიგურა გექნებათ.