27
Oct
2014

თბილისი FUTURE SHORTS-ის ფესტივალს მასპინძლობს!!!

27 Oct 2014

31 ოქტომბერს კლუბში „დიდი გალერი“ საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის “FUTURE SHORTS” შემოდგომის სეზონის ივენთი გაიმართება. პროექტის მედია მხარდამჭერია Marketer.ge

futureshortsFUTURE SHORTS საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც კინოს, მუსიკას და ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს და ყოველ სეზონზე მსოფლიოს 90 ქვეყნის 325 ქალაქში იმართება. საერთაშორისო ბრენდის პარტნიორი კომპანია MAD 2011 წელს გახდა და მას შემდეგ ფესტივალს ყოველ სეზონზე მართავს.

FUTURE SHORTS-ის შემოდგომის კინოჩვენება შვიდ მოკლემეტრაჟიან ფილმს მოიცავს. მათი შემქმნელები ბრიტანელი, ამერიკელი და ირანელი რეჟისორები არიან.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების შერჩევა FUTURE SHORTS-ის ცენტრალურ ოფისში, ლონდონში ხდება, რის შემდეგაც ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პარტნიორებს ეგზავნებათ, ყოველ ჯერზე FUTURE SHORTS ნახევარ მილიონ მაყურებელს აერთიანებს.

კინოჩვენების შემდეგ, ჰელოუინის მასკარადის AFTERPARTY-ზე  MADfest წარმოგიდგენთ:

HOUSEMEISTER – 5 ალბომის და 30 ვინილის ავტორი, ბერლინის ტექნო არტისტი.

KORABLOVE –რუსი არტისტი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ ექსპერიმენტალური მუსიკის გამო შეიყვარა.

GIO SHENGELIA – ქართულ კლუბურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Dj.

21 ოქტომბერს KORABLOVE ქართველი არტისტებისთვის მასტერკლასს CES-ში (Creative Education Studio, ფალიაშვილის 55) გამართავს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტრეილერები:

https://www.youtube.com/watch?v=rw1Tj6LiAi0

HOUSEMEISTER

KORABLOVE

 

განხილვა