2015 წლის 15- 16 აგვისტოს თბილისი საერთაშორისო კონფერენცია Future Georgia-ს უმასპინძლებს, ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge. კონფერენციაზე 20–ზე მეტი მომხსენებელი იქნება წარმოდგენილი 5 ქვეყნიდან ( აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო). ძირითადი მიმართულებებია ციფრული მარკეტინგი და კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა და მარკეტინგი.
მომხსენებელთა შორის თქვენ შეხვდებით COUB-ის დამფუძნებელს, Canne Lions ჯილდოს მფლობელებს, საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოების წამყვან კრეატიულ ხელმძღვანელებს.
ღონისძიება ნებისმიერ ადამიანს აძლევს უნიკალურ შანსს შეხვდეს სფეროს წამყვან პროფესიონალებს, გაიცნოს ახალი ადამიანები და დაამყაროს მათთან საქმიანი ურთიერთობა.
„Future Georgia“-ზე დასწრება თავისუფალია და საჭიროა მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია.
საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია GITA, გენერალური სპონსორი ბილაინი,
მხარდამჭერები: VagoTravel, Borjomi, Tbilotel, ExpoGeorgia, Meduza, Myvideo, APPARAT, Palitra, Forbes, Famousme