„ჯეჯილში“ ინოვაციების ლაბორატორია FutureLab გაიხსნა. როგორც მისი შემქმნელი კომპანიის, Future Laboratory-ის წარმომადგენლები ამბობენ, პროექტი სკოლის დაკვეთით ხორციელდება და მთავარი მიზანია, სასწავლო დაწესებულებაში განათლების სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლება. ასევე, 21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარ-ჩვევების და მომავლის პროფესიების სწავლების დანერგვა.
„ინოვაციების ცენტრის სტრუქტურა უზრუნველყოფს მოქნილი სასწავლო პროცესების შემოღებას და პროექტული სწავლების “PBL” სისტემის მარტივად განხორციელებას. ასევე, მომავლის სპეციალობების შესწავლას. მაგალითად: ვიზუალური პროგრამირება, რობოტოტექნიკა და სხვა. სკოლის უფროსკლასელები დაეუფლებიან პრაქტიკული მეწარმეობის საფუძვლებს, შექმნიან საკუთარ სტარტაპებს“.
Future Laboratory-ში ამბობენ, რომ ცენტრის შექმნის გარდა, „ჯეჯილს”გადასცეს შესაბამისი სასწავლო მეთოდოლოგიები და გადაამზადეს მისი პერსონალი.
„სკოლის მთავარი მიზანია, შეუსაბამოს სწავლების დონე 21-ე საუკუნის გამოწვევებს და ბავშვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ცოდნა და უნარები გადასცეს“.
ცენტრის გახსნას „ჯეჯილის” დირექტორი ნინო ჩივაძე და Future Laboratory-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე ესწრებოდნენ.
„Future Laboratory ლიდერია ქართულ ბაზარზე, საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვის კუთხით. ჩვენი კომპანია განათლების სექტორში ახორციელებს კვლევებს, ასევე, მუშაობს სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე“, – ამბობენ Future Laboratory-ში.
[R]