წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც თქვენ მოძრაობთ საკუთარი პირადი “ხმის ბუშტით”. უსმენთ თქვენს საყვარელ მელოდიებს, თამაშობთ ხმამაღალ კომპიუტერულ თამაშებს, უყურებთ ფილმს ან იღებთ ნავიგაციის მითითებებს… და ეს ყველაფერი გარშემომყოფების შეწუხების გარეშე.
ამაში ახალი ფუტურისტული აუდიოტექნოლოგია – SoundBeamer 1.0 დაგეხმარებათ, ისრაელის კომპანია Noveto Systems-ისგან, რომელიც ინოვაციური შესაძლებლობას წარმოადგენს. მას პირველად სამუშაო მაგიდის მოწყობილობაში გამოიყენებენ.
მოწყობილობის 3D ხმა ისე მოქმედებს, მსმენელს ეუფლება შეგრძნება, თითქოს ხმა უშუალოდ მის თავშია, რეალურად კი ის უბრალოდ ჩვენს ირგვლივაა. ტექნოლოგია იყენებს 3D სენსორულ მოდულს და ადგენს, აკონტროლებს ყურის მდგომარეობას, ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით აუდიოს გაგზავნას. მოწყობილობა აღიქვამს მსმენელის მდებარეობის და თავისი პოზიციის შეცვლას და შესაბამისად “მიჰყვება თან”.
მიუხედავად იმისა, რომ ხმის გამოსხივების კონცეფცია ახალი არ არის, Noveto Systems-მა პირველმა წარმოადგინა ის ინოვაციური ტექნოლოგიის სახით და სწორედ SoundBeamer 1.0 იქნება პირველი ბრენდული სამომხმარებლო პროდუქტი.
https://www.youtube.com/watch?v=u4AHV1dlE5s