in

G-Force – “ყველაზე ძლიერი საწვავი” კომპანია Gulf-ისგან

კომპანია გალფმა ახალი, სპეციალურად საქართველოს ბაზრისათვის დამზადებული საწვავის – G-Force-ის პრეზენტაცია მოაწყო. არცთუ ისე ხშირად ვხედავთ ფერად საწვავს, ლამაზ კოლბაში და სასტუმროს დარბაზში, ზოგადად “ფერადი” საწვავი ახალი ხილი არაა, მას სხვა კომპანიებიც იყენებენ, მაგრამ გალფის აღმასრულებელი დირექტორის – ხრისტო ივანჩევის განცხადებით G-Force-ი უფრო მეტია ვიდრე “სხვა ფერის” საწვავი და პროდუქტის მთავარი ძალა მის შემადგენლობაშია. ფოტოზე ლურჯი G-Force ევროლეგულარია, მწვანე კი G-Force პრემიუმი.

10433146_659347890811692_384751334176578443_n

ახალი საწვავის პრეზენტაცია პირადად კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა – ხრისტო ივანჩევ-მა ჩაატარა,  :

“დღესდღეობით G-Force-ი ქართულ ბაზარზე ყველაზე ძლიერი საწვავია, მართალია ის ჩვენი კონკურენტების ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით ძვირია, მაგრამ სხვაობას მომხმარებელი პირველივე ჩასხმისას იგრძნობს, ახალი საწვავი მძღოლებს აძლევს საშუალებას მიიღონ მეტი ძალა საკუთარი ავტომობილისგან და ამავდროულად შეძლონ მეტი მანძილის დაფარვა”

გალფი აქტიურად ცდილობს საწვავის პრემუმ სეგმენტის ათვისებას, საინტერესოა რა საპასუხო აქტივობები ექნებათ კონკურენტებს, მანამდე კი ვნახოთ სპეციალურად G-Force-ისათვის დამზადებული რეკლამა.

სიმსივნესთან მებრძოლი ბავშვებისთვის გაცოცხლებული დათუნია

AirBnb – ხედი ფანჯრებიდან