26-27 ივნისს თბილისი Affiliate მარკეტინგის სფეროს მასშტაბურ კონფერენციას – G GATE CONF-ს უმასპინძლებს. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ათასობით პროფესიონალს ერთ სივრცეში შეკრებს. ივენთი Expo Georgia-ში გაიმართება. ის სრულად დაიკავებს ოთხ პავილიონსა და მათ შორის არსებულ გარე სივრცეს.
G GATE CONF 2026-ზე მთავარი აქცენტი ნეთვორქინგსა და პრაქტიკულ შედეგებზე გაკეთდება. Expo Georgia-ს ტერიტორიაზე მონაწილეებს დახვდებათ ორი მთავარი სცენა ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებისთვის და ასზე მეტი სტენდი, სადაც წამყვანი კომპანიები და სერვისები იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოეწყობა ორმოცდაათზე მეტი სპეციალური ზონა ნეთვორქინგისა და განტვირთვისთვის, ასევე სივრცეები არაფორმალური შეხვედრებისთვის.
ღონისძიების სამიზნე აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია და აერთიანებს როგორც მედია შემსყიდველ გუნდებს, ისე ცალკეულ სპეციალისტებსა და სააგენტოებს. მათ გარდა, კონფერენციას დაესწრებიან კომპანიების დამფუძნებლები, C-level მენეჯერები, რეკლამის დამკვეთები, CPA-ქსელების წარმომადგენლები და სერვის-პროვაიდერები.
წელს, ფოკუსი ძირითადად Nutra, iGaming, White Hat და Crypto & Finance მიმართულებებზე კეთდება, თუმცა G GATE CONF-ის ისტორიაში პირველად ემატება Dating, Adult, mVas და Sweepstakes მიმართულებებიც.
რაც შეეხება გასართობ და პროფესიულ ფორმატს, 2026 წლის კონფერენცია 7 სპეციალურ პროექტს მოიცავს. მათ შორისაა PITCH – სტარტაპების კონკურსი Affiliate ინდუსტრიაში ახალი იდეების გასაშვებად და დასაფინანსებლად, ასევე G GATE AWARDS – ინდუსტრიის ლიდერების დაჯილდოება, რომლის ფინალური ნაწილიც გალა-ვახშამი იქნება. ამას ემატება Merch Shop, SEO Shop, Match Point და სხვა უამრავი ინტერაქციული ზონა. ივენთის დასასრულს, ინება Afterparty, სადაც სტუმრებს ცნობილი ჰედლაინერები, VIP ზონები და ნეთვორქინგისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა დახვდებათ.
ღონისძიება 26 და 27 ივნისს თბილისში, Expo Georgia-ში გაიმართება. ბილეთების შეძენა და დამატებითი ინფორმაციის მიღება ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი.
[R]











