ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 35 წლის წინ, ინჟინერმა კიკუო იბემ დაისახა მიზანი შეექმნა ისეთი საათი, რომელიც არასდროს გატყდებოდა. ამ იდეით შეიქმნა G-SHOCK. მიზანს კი ბრენდმა აშკარად მიაღწია.
1984 წელს მაყურებელმა იხილა რეკლამა, რომელშიც ჰოკეის მოთამაშე შაიბას (ჰოკეის ბურთი) მაგივრად ტარს ურტყამს G-SHOCK-ის საათს, რომელიც არც კი იკაწრება და თავდაპირველ პორმას ინარჩუნებს. ამ რეკლამის შემდეგ G-SHOCK-ის საათზე ყველა საუბრობდა. დღეს G-SHOCK-ს არაერთი ცნობილი ადამიანის მაჯაზე შეამჩნევთ.
CASIO G-SHOCK-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში TI’ME-ია,რომელთანაც თანამშრომლობის ფარგლებში ახალი კამპანია დაიგეგმა. კამპანიის პროცესზე TI’ME-ის კონტენტ მენეჯერი, ლილი ნაცარიშვილი საუბრობს:

რა კონცეფცია აქვს G-SHOCK-ის საათებს და რატომ გადაწყდა სწორედ ამ ბრენდის კამპანიაზე მუშაობა?
G-SHOCK საათები CASIO-ს ბრენდის სპორტული ხაზია. საათს ახასიათებს სხვადასხვა საჭირო ფიტნეს ფუნქციები: პულსის სიხშირის გაზომვა ,ნაბიჯების თვლა, ტემპერატურა, კომპასი, ბლუთუზ კავშირი, მაღვიძარა და სხვ. სპორტში დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს კამპანიაც თითქოს იმის შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული წამი.
როგორ შეირჩა სპორტსმენები და რატომ გადაწყვიტეთ მათთან მუშაობა?
ხშირად შეხვდებით G-SHOCK-ის კოლაბორაციებსსპორტსმენებთან. მათ კამპანიებში რუი ჰაჩიმურა(კალათბურთი), კანოა იგარაში(სერფინგი) თუ სხვების შემდეგ, უკვე ქართველი სპორტსმენები გამოჩნდნენ, რომლებმაც G-SHOCK-ის სხვადასხვა მოდელები მოირგეს.
სკეიტი, წყალბურთი და სრიალი – ეს სპორტის ის სახეობებია, რომლებიც ამჟამად, ჩვენთან, ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარულია. TI’ME-შიც სწორედ მათი წარმოჩენა დავისახეთ მიზნად და G-SHOCK-ს საქართველო ამ ადამიანების ისტორიებით გავაცანით. სპორტში დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს კამპანიაც თითქოს იმის შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული წამი. დროს სიახლე უყვარს და ვალდებული ხარ შენც მასთან ერთად განვითარდე. წყალბურთში დრო თითქოს დაუსახელებელი ტერმინია, თამაშის ერთგვარი წესი, რომელიც თუ დაივიწყე, ყველაფერი ხელიდან გაგიქრება.
გაგვაცანით G-SHOCK-ის ქართველი სპორტსმენები
G-SHOCK-ის კოლაბორაცია შედგა 3 ქართველ სპორტსმენთან: ლუკა რურუა (სკეიტი), ბუთა ელოშვილი (თხილამურები), რეზი იმნაიშვილი (წყალბურთი). ბევრისთვის TI’ME სხვა კონტიგენტთან ასოცირდება, G-SHOCK-ის ხაზი კი ამ თაობასთან კავშირის შანსს გვაძლევს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ 3 ადამიანის და მათი შრომის,მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს.



რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
გვსურს, G-SHOCK-ის კამპანია გავაგრძელოთ,ხელი შევუწყოთ ამ სპორტის სახეობების პოპულარიზაციას. უფრო მეტი ვისაუბროთ სპორტზე, დროზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც იციან ამ ორი უკანასკნელის კავშირის მნიშვნელობა.
[პარტნიორის კონტენტი]











