in

მეორე მსოფლიო ომისშემდგომი იდეა, რომელმაც G-Wagon-ის ეპოქას დაუდო სათავე

G-კლასი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მანქანა, რომელიც ოდესმე გამოუშვია Mercedes-Benz-ს. ის 1979 წელს შეიქმნა და ჯერ კიდევ ფლაგმანი SUV-ია, გერმანული ბრენდის არსენალში. G- კლასის ახალ თაობას არაერთი თანამედროვე ფუნქცია აქვს. თუმცა, ამჯერად, სანამ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ერთად გადავხედოთ ამ საკულტო მოდელის ისტორიას.

Mercedes-Benz Geländewagen-ზე ოცნება ადრეულ 70-იანებში დაიწყო. მიზანი იყო შეექმნათ უხეში, მძლავრი და მსუბუქი AWD, რომელიც თანაბრად კომფორტული იქნებოდა ბრძოლის ველზეც, სამოგზაუროდაც და სამუშაოდაც, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში. დიზაინერებმა როგორღაც შეძლეს და სწორხაზოვანი იერსახის, გონივრული მარკეტინგის, უპრეცედენტო ფასისა და შეზღუდული სერიის საშუალებით, G-Wagon იქცა სტატუსის სიმბოლოდ და სიმღერების ტექსტებშიც კი გამოჩნდა.

G-Wagon-ის წინაპრის ისტორია ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან იწყება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, Mercedes-Benz-ის ინჟინერს დაებადა იდეა შეექმნა ყველგანმავალი სამოქალაქო ავტომობილი. ეს იყო ღია კუზაოს მქონე სატვირთო, ბრეზენტის ჭერით. მას Unimog დაარქვეს, ვრცლას, Universal Motor Gerät. დეა იმდენად კარგი იყო, რომ 1950 წელს, Mercedes-მა კომპანია შეიძინა და მისი მრავალფეროვანი ვარიანტები შექმნა.

G-Wagon-ის პირველი მაკეტი ხისგან შეიქმნა. ასეთი გადაწყვეტა ბუნებრივი იყო, ვინაიდან ავტომწარმოებლებს უძნელდებოდათ ამ ფორმით მოქნილობის უზრუნველყოფა. G-Class ორ ხაზად დაიყო – სამხედრო და არასამხედრო დანიშნულებით. მახასიათებლები საერთო ჰქონდათ – მტკიცე, AWD სისტემა, სიგანეში ვიწრო და მიმზიდველი, საშიში ვიზუალით.

პირველი G-Wagon-ების აწყობა ხელით დაიწყეს გრაცში, ავსტრიაში. ავტომობილის სამი დიზაინი იყო ხელმისაწვდომი – ორკარიანი კაბრიოლეტი, ორკარიანი გადახურული და ოთხკარიანი. ერთ-ერთი პირველი მსხვილი შეკვეთა ირანის შაჰისგან მიიღეს, რომელსაც ავტომობილები სამხედრო დანიშნულებით სურდა შეეძინა, თუმცა ისლამურმა რევოლუციამ ამ ყველაფერს ხელი შეუშალა. G-Wagon-ს აქტიურად ყიდულობდნენ აშშ-შიც, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი 1987 წლამდე დაშვებული არ იყო.

1980-იან წლებში, ვატიკანმა G-Wagon 230G-ის სპეციალური ვერსია მოითხოვა, რომელსაც თავზე გამჭვირვალე პლასტმასას კამერა ექნებოდა. მისი საშუალებით, რომის პაპს ფეხზე დადგომა და მრევლთან ღიად მისალმება შეეძლებოდა. The Washington Post-ის ცნობით, ეს იყო პირველი Popemobile, რომელიც აღჭურვილი იყო გამჭვირვალე დიზაინით.

2018 წელს, G-Wagon-ის გამოშვებიდან 39 წლის შემდეგ, მან სრულიად ახალი დიზაინი შეიძინა. დიზაინით ძალიან ჰგავს თავდაპირველ ვარიანტს, თუმცა ერთადერთი ნაწილი, რომელიც წინამორბედთან აქვს საერთო, არის კარის სახელურები და უჟანგავი ფოლადის სათადარიგო საბურავის საფარი. ახალი მოდელი უფრო გრძელი, განიერი, დახვეწილი და ბევრად სტაბილურია. შეინარჩუნა უხეში ვიზუალი, თუმცა ძალიან სასიამოვნოა გზებზე.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Global Finance-ი: საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციაა მსოფლიოში

„მოზაიკსი” – მომხმარებლის რჩეული ბრენდი ინტერიერის გემოვნებით მოწყობისთვის