როგორ ფიქრობთ, რამდენ რეკლამას ხედავთ, დღის მანძილზე? დარგის ექსპერტების აზრით, ადამიანი ხედავს 4000-დან 10000 რეკლამას დღეში. ეს შეიძლება გადაჭარბებული გგონიათ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო ამერიკელი ყოველდღიურად 7 საათზე მეტს ატარებს ეკრანთან, ეს რიცხვები უფრო დამაჯერებელი ხდება.
რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი იმ მარკეტერებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას ცდილობენ? დასაწყისისთვის, ეს ნიშნავს, რომ ეკრანები წარმოუდგენლად გადატვირთულია და გავლენის მოხდენა შეიძლება გულისხმობდეს გამუდმებულ ბრძოლას მომხმარებელთა ყურადღებისთვის. მეორე მხრივ, უფრო ღირებული ხდება არხები, სადაც 1-1-ზე ინტერაქციაა შესაძლებელი.
მარკეტინგის ყველაზე სწრაფად მზარდ ინსტრუმენტებს შორისაა 3D და გაძლიერებული რეალობა (AR), რომლებიც პროდუქტებს აცოცხლებენ რეალისტური და განსაცვიფრებელი გამოცდილებით. შედეგებზეც აისახება, რომ ეს მიდგომა ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული პლატფორმები ყველაზე ხშირად გამოიყენება 3D და AR-ისთვის, ისინი კომერციაში ნაკლებად გამოიყენება.
როგორ გავლენას ახდენს 3D/AR თქვენს ვებგვერდზე?
ზრდის თქვენს პლატფორმაზე გატარებული დროის ხანგრძლივობას
რაც მეტ დროს ხარჯავს მომხმარებელი პროდუქტთან, მით უფრო მეტია ყიდვის ალბათობა. მიუხედავად იმისა, ბრენდი იყენებს 3D კონფიგურატორს, AR ლინზებს თუ AR პროდუქტის მორგებას, ვებგვერდზე გატარებული დრო გაცილებით მაღალია, ვიდრე ტრადიციულ შემთხვევაში. AR რეკლამების ყურების დრო საშუალოდ 75 წამია, რაც ვიდეოზე 4-ჯერ მეტია. სათვალეების ბრენდმა Bolle-მ AR მორგების საშუალებით, 85%-ით გაიზარდა ტრაფიკი ვებგვერდზე.
უმჯობესდება მომხმარებლის გამოცდილება
მომხმარებელთა 80% ამბობს, რომ ყიდვის გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანია მათი გადაწყვეტილების პროცესში, როგორც თავად პროდუქტი, 66% კი აღნიშნავს, რომ ისინი უფრო დაინტერესებულნი იქნებიან შოპინგით იმ ბრენდებით, რომლებსაც აქვთ 3D და AR შესაძლებლობები. რაც უფრო მეტი ბრენდი დანერგავს ამ ტექნოლოგიებს, ძირითადი ციფრული შეთავაზების ნაწილად, 3D და გაძლიერებული რეალობა ეტაპობრივად სტანდარტად იქცევა.
გამოცდილების გაზიარება
ციფრულ ეპოქაშიც კი, ზეპირსიტყვიერება კვლავაც აქტუალურია მარკეტინგის სფეროში. მეგობრებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციები კვლავ ყველაზე სანდო წყაროა. MediaPost-მა აღმოაჩინა, რომ მომხმარებლებმა იზიარებენ AR რეკლამების 62%-ს, რომელთანაც ისინი ურთიერთობენ. კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ რესპონდენტთა 26%-მა გააზიარა AR კონტენტი, რათა მიეღო გამოხმაურება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება პროდუქტი.
ზრდის კონვერტაციას
ბრენდებისთვის, საბოლოო მიზანი არის გაყიდვების ზრდა. რამდენადაც კონკურენცია უფრო მკაცრი ხდება, ლოიალური მომხმარებლების მოპოვებისა და შენარჩუნება უმთავრესია. მომხმარებელთა უკეთესი გამოცდილების მიწოდება უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. Shopify-ის მონაცემები აჩვენებს, რომ AR-ით წარდგენილი პროდუქტები 94%-ით აქტიურად იყიდება.
მცირეა დაბრუნების რიცხვი
დაბრუნება ელ.კომეერციაში 20-30-%-ია. მომხმარებლები აბრუნებენ პროდუქტებს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ის, რომ რეალური პროდუქტი არ ჰგავდა სურათს. მაღალი ლოიალობის 3D კონფიგურატორები და AR ამცირებს ამ შეშფოთებას da მყიდველებს აწვდის იმ პროდუქტების რეალისტურ მოდელებს, რომლებსაც ისინი ყიდულობენ. ეს დაბრუნების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორ გამოვიყენოთ AR ტრადიციულ მარკეტინგში
საშუალოდ, მარკეტინგული ბიუჯეტის 58% გამოიყოფა ციფრულ მარკეტინგზე, თუმცა ტრადიციულ საკომუნიკაციო საშუალებებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი. ბრენდები, დაწყებული სპორტული ტანსაცმლიდან დაწყებული, მაღალი დონის ავეჯით დამთავრებული, იყენებენ ტრადიციულ ბეჭდურ მედიას საკუთარი კატალოგებით, ასევე რეკლამებითა და დაფინანსებული რედაქციებით პოპულარულ პუბლიკაციებში.
როგორ გამოვიყენოთ ანალოგური საშუალებები ციფრულად? აქ შეგვიძლია ჩავრთოთ QR კოდები, რომლებსაც AR გამოცილებამდე მიჰყავთ მომხმარებელი. 3D კონფიგურატორები საკმაოდ პოპულარული ინსტრუმენტია იმ ბრენდებს შორის, რომლებიც გვთავაზობენ მრავალფეროვან ფერებსა და ფუნქციებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაც მეტი დროა გატარებული პროდუქტთან, მით მეტია კონვერტაციის შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომხმარებელი, ვინც პროდუქტს აკონფიგურირებს ბრენდის ვებსაიტზე, არ იქნება მყიდველი, პროდუქტის მათი გემოვნებით მორგებაზე დახარჯული დრო ზოგადად ტოვებს შთაბეჭდილებას.
წყარო: martechseries