11
Nov
2016

გააგრძელე მოვლა! შესანიშნავი ქართული პროექტი შთამბეჭდავი შედეგებით!

11 Nov 2016

490  აღმოჩენილი ლოკაცია და 204  დასუფთავებული ადგილი. ასობით მომვლელი ადამიანი. ეს ის შედეგია, რომელიც მოვლამ ხუთი თვის მანძილზე  მოხალისეების და მობილური ინტერნეტის საშუალებით მიაღწია.

პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, თუმცა ის გამოცდილება რაც ამ პერიოდში დაგროვდა საშუალებას იძლევა მეორე ნაწილი უფრო მასშტაბური გახდეს,  უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს მისი როლი ამ პროექტში. ადამიანს  მობილურ ინტერნეტთან ერთად  შეუძლია  მარტივად მოაგვაროს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს.

მაშ ასე, ზაფხული დასრულდა, შემოდგომის თბილი დღეებიც იწურება, წინ ზამთარი და ახალი წელი ახალი გამოწვევებით გველოდება.

მარკეტერი უერთდება პროექტს და შენც გააგრძელე  #მოვლა მობილური ინტერნეტით.

განხილვა