in

აი, როგორ უნდა გააღრმავოთ ურთიერთობები სამსახურში

პანდემიისა და მოქნილი სამუშაო გრაფიკის არსებობის გამო, თანამშრომლები ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. შესაბამისად, ნაკლებად პროდუქტიულები არიან, ხშირად აცდენენ ან საერთოდ თავს ანებებენ სამსახურს. ამ სიტუაციის შესაცვლელად კი, სამსახურში მეგობრული ურთიერთობების დამყარებას უნდა შეუწყონ ხელი.

ლიდერობისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის 2019 წლის მოხსენებამ აჩვენა, რომ სამუშაო კმაყოფილების განსაზღვრაში, რესპოდენტთა 77%-ისთვის, კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. საკონსულტაციო კომპანია Gallup კი იუწყება, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 30%-ს ჰყავს საუკეთესო მეგობარი სამსახურში, რის გამოც ისინი უფრო მეტად პროდუქტიულები არიან. ეს მაჩვენებელი კი არსებული სიტუაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიგვითითებს.

აქ კი მოცემულია ოთხი მეთოდი, რომელიც თქვენს გუნდს სამსახურში ძლიერი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

შეიტანეთ კონკრეტული რიტუალები სამუშაო საათებში

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სამუშაო დღე განიხილებოდა იმის მიხედვით, თუ რა ხდებოდა დღის განმავლობაში: სადარბაზოში საუბრები, ერთად წყლისა თუ ყავის დალევა. თუმცა, ასეთი მომენტების შექმნა, დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაო პირობებში, საკმაოდ რთულია. ამ დროს უნდა მოვუსმინოთ შასტა ნელსონს, მეგობრობის ექსპერტს, რომელიც შეგვახსენებს, რომ „მეგობრობა უბრალოდ არ ხდება“. თავის წიგნში „მეგობრობის ბიზნესი“ ის განმარტავს, რომ მეგობრობას სამი რამ სჭირდება განსავითარებლად: პოზიტიურობა, რაც თავს კმაყოფილად გაგრძნობინებთ, ღიად ურთიერთობა, რომ თავი დაცულად იგრძნოთ და თანმიმდევრულობა, რომ მისი დანახვა შეძლოთ.

იმისთვის, რომ ეს კავშირი შეინარჩუნოთ, ჩაატარეთ შემდეგი რიტუალები, როგორიცაა, მაგალითად მადლიერების ორშაბათი“. თანამშრომლები ერთმანეთს გაუზიარებენ, თუ რის გამო არიან მადლიერები, ან პარასკევი, როცა ისინი ჰყვებიან საკუთარ ამბებს, სხვები კი კითხვებს უსვამენ. მსგავსი საუბრები ხელს უწყობს სამსახურში უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ითხოვეთ დახმარება

პანდემიის დროს, ურთიერთგაგების როლის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს საკუთარი პრობლემების გაზიარებას სხვებისთვის და პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბარს, გუნდის სხვა წევრებთან ერთად. ისინი გთავაზობენ იდეებს, კონტაქტებსა და რესურსებს თქვენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად.

შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Spreadsheet, WhatsApp ჯგუფი ან Zoom-ის ონლაინ შეხვედრები. ორმხრივი დახმარების რგოლის შექმნა მნიშვნელოვანია დახმარების სათხოვნელად ან მისაღებად. ეს პიროვნული ზრდისა და პრობლემების მოგვარების გარდა, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც გვეხმარება.

გამოიყენეთ ექსპერიმენტული სავარჯიშოები

პანდემიის შემდეგ მილიონობით ადამიანმა დაიწყო სამსახური, თუმცა პირისპირ არცერთ თანამშრომელს შეხვედრილან.

ჯოანა მილერს, რომელიც ხელმძღვანელობს სწავლისა და განვითარების საკითხებს Asana-ში, დაევალა შეექმნა ვირტუალური შეხვედრა, რომელიც 150 მენეჯერს მოიცავდა 10 ქვეყნიდან. მისი თქმით, მენეჯერებმა მაქსიმალური გამოცდილება ექსპერიმენტალური სავარჯიშოებისგან მიიღეს.

ერთ სავარჯიშოში, ახალი მენეჯერები რიგრიგობით უზიარებდნენ ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვებს. კითხვის დასმის შემდეგ, ჯგუფის სხვა წევრები მხარს უჭერდნენ მათ, სთავაზობდნენ რჩევებს და საკუთარ შეხედულებებს. მთავარი იყო მენეჯერს ეთქვა რომ რაღაც უჭირდა, რაღაც არ მოსწონდა და გახსნილიყო ურთიერთობისას, რომ მაშინვე სხვებისგან დადებით უკუკავშირს იღებდა. ამან კი გუნდის წევრებს შორის ღრმა კავშირების წარმოქმნას შეუწყო ხელი.

აქციეთ განტვირთვა რეალობად

პანდემიამ უფრო მარტოსულები გაგვხადა, ამ დროს კი მეტი თანაგრძნობითა და ერთმანეთზე ზრუნვით უნდა გამოვირჩეოდეთ.

იმისთვის, რომ სამსახურში ადამიანური კავშირებისა და მეგობრობის გაღრმავება შეძლოთ,ადამიანთა ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ . უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ საოჯახო შვებულების პოლიტიკას, ბავშვისა თუ მოხუცის მოვლას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომასა და დროს, რომელსაც განსატვირთად, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ატარებთ.

მარტოობასთან გასამკლავებლად, დაურეკეთ მეგობრებს სამსახურიდან და ესაუბრეთ ან თუ შეძლებთ, ცოტა ხნით გაისეირნეთ. თანამშრომლებს, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ, უფრო კარგი შედეგები აქვთ. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის 50%-ით მაღალ დონეს, კრეატიული აზროვნების უნარის 50%-ით და ფოკუსირების 30%-ით მაღალ დონეს აჩვენებენ. 

დაიწყეთ შეხვედრები 5 წუთიანი თამაშით“, რაც თანამშრომლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაში დაგეხმარებათ. ადამიანური კავშირები, დღეს, მდგრადი საზოგადოების აშენებისთვის აუცილებელი ნაწილია.

 

წყარო: HBR



რით განსხვავდება უკრაინული სარეკლამო ბაზარი ქართულისგან?

Huenit — მულტიფუნქციური AI რობოტი, რომელიც ფანტაზიას რეალობად აქცევს