5 მარტს, 11:00-14:00-ზე, იაპონური მენეჯმენტის ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ატარებს ვებინარს თემაზე: „კორპორატიული მენეჯმენტის აღმასრულებელი პროგრამა“ – მენეჯმენტი, ორგანიზაცია და სტრატეგიები კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას და მის მიღმა. ვებინარს გაუძღვება პროფესორი მიცურუ კეიოს უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, დოქტორი ცუნეო იაჰაგი.
ვებინარზე, მონაწილეები, განიხილავენ შემდეგ თემებს:
- კომპანიის კორპორატიული წყობისა და კონსტიტუციის შეცვლა, გაუმჯობესება და გაძლიერება ინოვაციური შესაძლებლობებით
- მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქაში ახალი ღირებულებების შექმნაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა, გასული საუკუნის 60–80–იან წლებში იაპონური კომპანიების ზრდისა და ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი სტაგნაციის ფონზე
იაპონური მენეჯმენტის ცენტრი – GAAS [‘Georgia AOTS Alumni Society’ – ‘საზღვარგარეთთან ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციის კურსდამთავრებულთა საზოგადოება საქართველო] საქართველოში, ოფიციალურად, 2020 წლის ოქტომბერს გაიხსნა.
„გახსნის დღიდან ცენტრი, რეგულარულად, აორგანიზებს სემინარებს იაპონური მენეჯმენტის შესახებ და იაპონურ ეკონომიკასა და კულტურასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამასთანავე, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველო-იაპონიას შორის მეგობრულ ურთიერთობას. იაპონური მენეჯმენტის მიდგომების ექსპორტი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა 1959 წელს AOTS იაპონიაში – საზღვარგარეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ასოციაცია, რომლის წარმომადგენლობაც გაიხსნა საქართველოში 14 ოქტომბერს“.
ვებინარი ტარდება ელექტრონულად, „ონლაინ“ პლატფორმა Webex-ის საშუალებით. ღონისძიება დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები – შეზღუდული.
„ასე, რომ იჩქარეთ, რადგან საქართველოდან მხოლოდ 50 ადამიანის დასწრებაა ნებადართული. ვებინარი გაიმართება იაპონურ ენაზე, თანმიმდევრული ინგლისური თარგმანით“.
ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე, ან მიმართეთ იაპონური მენეჯმენტის ცენტრის ადმინისტრაციას: [email protected].
[R]