„გაავრცელე ცოდნა“ სწორედ ასე ქვია National Geographic-ის ახალ აქციას, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას და ფიზიკურ პირს შეუძლია!
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საჯარო სკოლისთვის ჟურნალ National Geographic-ის წლიურ გამოწერას და სრული ბიბლიოთეკის გადაცემას ცოდნის გავრცელების მიზნით.
“ჩვენი ღრმა რწმენით, ჟურნალზე წვდომა ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ისტორია/არქეოლოგია, ბიოლოგია, ველური ბუნება, ფიზიკა/ასტრონომია, ხალხები და კულტურები, გეოგრაფია, კლიმატის ცვლილებები და სხვა.
აქციის პირველი მონაწილეა კომპანია Skyler New York, რომელიც ჩაერთო კამპანიაში National Geographic საქართველოს ელჩთან, მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად, იმოგზაურა რაჭაში და წლიური გამოწერით დაასაჩუქრა რაჭის რეგიონის ათი საჯარო სკოლა.” – აცხადებს ზურაბ ღამბაშიძე ჟურნალის კომერციული დირექტორი
https://www.youtube.com/watch?v=stSxZrjAzhk
National Geographic საქართველო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, ჩაერთონ პროექტში, გამოიწვიონ სხვა კომპანიებიც და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო მისიის განხორციელებაში.










