25
აპრ
2017

გაბატონებული ტექნიკა და საფრთხის ქვეშ მყოფი კაცობრიობა, საიდანაც უმრავლესობამ Sia-ს კონცერტზე დასწრებაც ვერ მოასწრო

25 აპრ 2017

თანამედროვე ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება, ზუსტად ახლა, ამ წამსაც რაღაც ინოვაციური იქმნება. ყოველდღიური ტექნიკა უკვე ისეთ შესაძლებლობებს ფლობს, რომ მალე, ალბათ, “ტერმინატორი” ან “მე, რობოტი” მონაგონი გახდება. ეს ამბავი სასიხარულოა, სახალისო თუ სატირალი, ნამდვილად საკითხავია. ასეა თუ ისე, StubHub–მა ამ თემას თავისი ახალი სარეკლამო კამპანია ნამდვილად არაჩვეულებრივად მოარგო და საოცარი სპეცეფექტებით დატვირთული ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ტექნიკის თვითნებური საქციელი, აგრესია, თავდასხმა, სამყაროზე გაბატონება და საფრთხეში აღმოჩენილი კაცობრიობა. რაც ყველაზე უარესია, ადამიანები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს Sia–ს კონცერტზე დასწრება. ბრენდის საზრუნავიც სწორედ ეს არის,  უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საყვარელი მუსიკოსების კონცერტებზე დასასწრები ბილეთების მარტივი და სწრაფი მიწოდება. უნდა ვაღიაროთ, თავისი მომსახურებების შესახებ StubHub–მა ნამდვილად ძალიან ეფექტურად შეგვახსენა.

 

განხილვა