გაბედვა იმ რაღაცებს შორისაა, სათქმელად ბევრად რომ ადვილია და სამოქმედოდ რთული. ის ხშირად შიშების დაძლევას, მათზე გამარჯვებას ნიშნავს, რამაც საჭოჭმანო საკითხები ერთ, მტკიცე მხარეს უნდა გადაწონოს. მართლაც, ხშირად ძალიან გვიძნელდება სურვილების გაცნობიერება, მათი მიყოლა და საკუთარ თავს დაბრკოლებას თავად ვუქმნით არგაბედვით. “გაბედე – იცხოვრე შენი ცხოვრებით“– ამ გზავნილით, m²–მა ვიდეორგოლი გამოუშვა. ეს გრძელვადიანი კამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც ბრენდი უკვე რამდენიმე ხანია ესაუბრება აუდიტორიას. ვიდეორგოლი სააგენტო „მოზაიკასთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. სიუჟეტი გვიამბობს რამდენიმე ადამიანის გამოწვევებზე, რისი ლოგიკური გამოსავალიც მხოლოდ გაბედვაა. განახლებულ გზავნილსა და კამპანიის მიმდინარეობაზე m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე გვესაუბრა.
ჩვენი მიზანი იყო, ბრენდინგის სხვა ეტაპზე გადავსულიყავით და ღირებულებაზე დაფუძნებული ახალი გზავნილი შემოგვეტანა. თავის დროზე გზავნილმა „იცხოვრე უკეთესად“ძალიან კარგად იმუშავა, რადგან მართლაც კომფორტს ვთავაზობდით მაცხოვრებლებს. პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებლებს გარემონტებული ბინები შესთავაზა. ეტაპობრივად, პოზიციონირების სტრატეგია განვავითარეთ და ახალი, თვითრეალიზაციისკენენ ორიენტირებული გზავნილი შევთავაზეთ საზოგადოებას. “იცხოვრე შენი ცხოვრებით” ბმაშია ჩვენს პროდუქტთან და ჩვენი ბრენდის მისიასთან, შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი ადგილები და სივრცეები, სადაც ადამიანები დაუკავშირდებიან საკუთარ თავს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
რაციონალური თვალსაზრისითაც, ადამიანისთვის სახლი არის ის სივრცე, სადაც მას შეუძლია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, გემოვნების რეალიზება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი სურვილების მიხედვით.
ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სეგმენტის ხასიათს – თავისუფლების მოყვარულ, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც ტენდენციებს ყურადღებით ეკიდებიან. ბუნებრივია, ბრენდინგზე ფიქრისას ვითვალისწინებთ, თუ როგორები არიან ადამიანები, მაგრამ ასევე ვფიქრობთ, რა სჭირდებათ მათ სამომავლოდ, რა კუთხით შეგვიძლია წავახალისოთ. სწორედ ესაა სეგმენტი, რომელსაც ძალიან სჭირდება ბიძგი, რომ საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს, იცხოვროს გაბედულად.
M: კამპანიის ფარგლებში, ჯერ კიდევ გასულ წელს გამოჩნდა პირველი ვიდეორგოლი, რომელიც ხაზს უსვამდა ბრენდის სათქმელს „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – როგორია მისი გაგრძელება ახლა?
ახალი ბრენდ–პლატფორმის ჩამოყალიბებიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წელს, პლატფორმა და მისი შეტყობინება ჩავაინტეგრირეთ პროდუქტის რეკლამაში. მომზადდა ორი ვიდეორგოლი m2 მთაწმინდის პარკთან – “შორს ხმაურისგან, ახლოს საკუთარ თავთან” და m2 Highlight –“აუწიე ცხოვრებას“.
წელს კი სტრატეგულ მესიჯს მივუბრუნდით. საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას სჭირდება გაბედვა და ვფიქრობთ, ამ დროისათვის სწორედ ესაა აქტუალური ადამიანებისათვის. გაბედვა ალბათ ყველაფერს სჭირდება – რაღაცაზე დათანხმებას, უარის თქმასაც, საკუთარ თავში ჩაღრმავებასაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით განვაახლეთ მთავარი გზავნილი და ის ასე ჟღერს – „გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით“. ყველაფერი საინტერესო მას შემდეგ იწყება, რაც გაბედავ.
ეს ფრაზა აქტუალურია ჩვენთვისაც, როგორც ბრენდისთვის, რადგან საზოგადოებასთან ერთად ვვითარდებით და გვსურს მათთან ერთად ვიყოთ ამ გაბედვაში.
M: ახალი ვიდეორგოლი საზოგადოებისთვის ემოციურად მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება. განსაკუთრებით კი გამბედაობას გადაწყვეტილების მიღებისას. როგორია მოლოდინი – რას შეცვლის ეს საზოგადოებისთვის?
ვიდეორგოლი ჩვენს პროდუქტებთან ირიბადაა დაკავშირებული, სიუჟეტში აბსოლუტურად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება. ვიდეორგოლს ჰყავს რამდენიმე გმირი, რომელთა ცხოვრებაც გაბედვის გარეშე სრულიად განსხვავებული იქნებოდა – დარჩებოდნენ არაგულწრფელები, სიყვარულის, თვითრეალიზაციისა და წარმატების გარეშე. თუკი პროდუქტის თვალსაზრისით შევხედავთ, გაბედვა სჭირდება ცალკე ცხოვრებას, საკუთარი ბინის ყიდვას, ინვესტირებას… ადამიანები, ვისაც ჩვენ ბრენდის სახელით ვესაუბრებით არიან კიდეც გამბედავები, ჩვენი როლია მივცეთ ბიძგი, გადადგან ნაბიჯი საკუთარი მიზნებისკენ. როდესაც წარმოადგენ ბრენდს, გაქვს გარკვეული მისია – მისცე სტიმული შენს მომხმარებელს, დააფიქრო მნიშვნელოვან საკითხებზე.
M: ახალი ვიდეორგოლი სააგენტო „მოზაიკასთან“ ერთად შეიქმნა. როგორ შემუშავდა სიუჟეტი და როგორი იყო მუშაობის პროცესი?
ბრენდის პლატფორმისა და მისი გზავნილების შემუშავებაზე შიდა გუნდთან ერთად ვიმუშავეთ. კამპანიის ფარგლებში კი ვითანამშრომლეთ სააგენტო „მოზაიკას“ გუნდთან. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, ტექნიკური დავალების მიცემიდან, მისი განხორციელების ჩათვლით. შემოქმედებითმა ჯგუფმა შემოგვთავაზა ორი კონცეპტი, რომელთაგან ერთ–ერთი ავირჩიეთ და ნიკუშა მოწონელიძის რეჟისორობით შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც ფილმის სიუჟეტს გვაგონებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა სააგენტოს ასე კარგად ესმის, რა სეგმენტთან და რა გზავნილით სურს საუბარი დამკვეთს. ვფიქრობ, ასეთი თანამშრომლობა, როდესაც ორივე მხარეს მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობები, ძალიან ეფექტურია.
M: როგორია მოლოდინი კამპანიის შედეგებთან დაკავშირებით და რა ნაბიჯებს ველოდოთ სამომავლოდ?
ვფიქრობ, კამპანია ერთი მხრივ, მისცემს სტიმულს და დააფიქრებს ადამიანებს იმაზე, რისი გაბედვის დროა, იმისთვის, რომ იცხოვრონ თავისი ცხოვრებით. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო აუდიტორიის უკუკავშირი ვიდეორგოლზე – უამრავი შეტყობინება მივიღეთ ადამიანებისგან, სადაც გვწერდნენ, რა გაბედეს. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო შედეგი.
ბრენდის დონეზე, გვაქვს მოლოდინი, რომ გამყარდება ჩვენი პოზიციონირება ბაზარზე, ინდივიდუალურ დონეზე კი – ადამიანებს მივცემთ შთაგონებას, რომლის ბიძგითაც მათთვის რაღაც მნიშვნელოვანს გაბედავენ.
[R]