26
Jun
2013

რეზო გაბრიაძის იდეამ Cannes Lions-ის ოქროს მედალი მიიღო

26 Jun 2013

წელს რეზო გაბრიაძის იდეამ კანის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. ეს მედალი Ogilvy & Mother-ში გაიგზავნა და არა საქართველოში, თუმცა იდეა პირველად საქართველოში ჯერ კიდევ 2001 წელს არსებობდა.

2001 წელი იყო, მე და მამაჩემი რეზო გაბრიაძეს საკუთარ კაფეში ვესტუმრეთ. ერთ დროს ამ კაფეს “არ დაიდარდო” ერქვა, ახლა კი მგონი უბრალოდ გაბრიაძის კაფეს ეძახიან. თუ აქ ოდესმე ყოფილხართ, დამეთანხმებით, რომ გაბრიაძის კაფეზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება, აქ თითოეული დეტალი უნდივიდუალური და ხელნაკეთია. შეუძლებელია ეს ადგილი მოგბეზრდეს.

კაფის ძირითადი ნაწილიდან ბატონი რეზოს ოთახში გადავინაცვლეთ, აქ შევნიშნე აწ უკვე ჩემთვის ცნობილი 1998 წლის iMac-ი, 2001 წელს ეს კომპიუტერი იმდენად უცხო იყო მეგონა, ესეც გაბრიაძამ გააკეთა.

gabriadzeმამაჩემმა და რეზომ ბევრი ისაუბრეს. მე პატარა ვიყავი, ძირითადად ვუსმენდი.

რეზოს, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი გეგმა და იდეა ჰქონდა, მათი ნაწილი უკვე განახორციელა, დანარჩენის გამხელის უფლება კი, შეიძლება, არ მაქვს. საუბარი იმ დროს საქართველოში ძალიან აქტუალურ პრობლემაზე ჩამოვარდა.  სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდნენ:  “საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე რომელიმე დაავადების შედეგად”. რეზომ თქვა,  მომცენ უფლება, ავდგები ამ ნაავარიებ მანქანებს მოვაგროვებ და მთელს ცენტრალურ მაგისტრალზე გამოვფენ. დარწმუნებული ვარ, როცა ამას ნახავენ, გაახსენდებათ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სწრაფმა სიარულმა ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვამო.

იდეა მართლაც გენიალურია. წლები გავიდა, მე სკოლა დავამთავრე და მარკეტერიც გავხდი, ეს იდეა კი სულ მახსოვდა. იყო ხალხი, ვისაც  ამის განხორციელება შევთავაზე, იდეა გაბრიაძეს ეკუთვნის და განხორციელება ჩვენ ავიღო-მეთქი, მაგრამ ძირითადი არგუმენტი იყო, რომ უშნო სანახავი იქნება, ან ავტომობილი, რომელშიც ადამიანები დაიღუპნენ, როგორ გამოვფინოთ სამუზეუმო ექსპონატადო. მოკლედ, იდეა განუხროციელებელი დარჩა.

gabriadzeidea

წლები გავიდა და, როგორც ფეხბურთშია “კანონი”, თუ არ გაიტან – გაგიტანენ, ასევე ხდება მარკეტინგშიც: თუ არ – გააკეთებ სხვა გააკეთებს. მსგავსი იდეა Ogilvy & Mother-ის არგენტინის ოფისმა განახორციელა და კანის ფესტივალზე ოქროს მედალიც მიიღო. ნახეთ ვიდეო ქეისი.

აკო ახალაია

განხილვა