in

ციფრული პროდუქტების გურუ – გაბრიელ ჯორდანი თბილისში!

გაბრიელ ჯორდანმა დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი და არის სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი. 2011 წლამდე მუშაობდა Microsoftში, როგორც პროგრამის უფროსი მენეჯერი. მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსაღნიშნავია Windows Liveის პლატფორმა, ასევე Hotmail და Live Messengerის განვითარების სტრატეგია. კომპანიაში ყოფნისას, სწორედ მისი მენეჯმენტის ქვეშ განხორციელდა მიგრაციული პოლიტიკა, რამაც 130 ქვეყნიდან 800-მდე მობილური ოპერატორის ჩართვა გამოიწვია. 2011 დან 2015 წლამდე იყო AOLის უფროსი პროდუქტების განვითარების მენეჯერი, რა დროსაც, სან-ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა ახალი მედიისა და საკომუნიკაციო პროექტების განვითარებას (DailyFinance Magazine, SimplePush, Send2Cell). 2016 წლიდან ხელმძღვანელობს ტექნოლოგიური კომპანიის, VEONის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებას.

BOG
BOG

გაბრიელ ჯორდანი  2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში, ტექნოპარკში წარადგენს ახალ, სტარტაპებისთვის განკუთვნილ პერსონალურ მობილურ პლატფორმასVEON (ღონისძიების ბმული

VEON არის ციფრული ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც მობილური ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებლის ინტერესებშია: ჩეთი, ინტერნეტ ზარები, პოპულარული კონტენტი, პერსონალური კაბინეტი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ექსკლუზიური შეთავაზებები.

VEON არის ღია პლატფორმა ნებისმიერი ბიზნესისთვისმათ შორის, საუკეთესო  ლოკალური საშუალებაა სტარტაპებისთვის, დაიწყონ თანამშრომლობა და მიიღონ წვდომა მილიონობით მოხმარებელზე, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

თანამედროვე სამყარო ვითარდება და ყველა უნდა მოერგოს შეცვლილ გარემოს. ხელმისაწვდომი ინტერნეტისა და მის ირგვლივ არსებული სერვისების კომბინირებით, შევქმნებით ახალი აპლიკაცია, VEON – რომლის უპირველესი ღირებულება სრული თავისუფლებაა. მიზანია  მოვიწვიოთ და ჩავრთოთ თანამედროვედ მოაზროვნენიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი და  მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც შემდგომ მათ მომავალს უზრუნველყოფს“ – გაბრიელ ჯორდანი – VEON-ის პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. 

[R]

„ხველა, მამული, სარწმუნოება!” TEGETA MOTORS-ის კამპანია #არგამბოლო, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა 30 სექტემბერს იწყებს ოპერირებას