მართალია, ადრე კანოა იგარაშიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე სერფერი გაბრიელ მედინა დაამარცხა და ვერცხლიც მოიპოვა, მაგრამ ახლა ბედი ბრაზილიელისკენ შემობრუნდა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი 9.90-ქულიანი ტალღით. თანაც ეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე მაღალქულიან ტალღად მიიჩნევა!
ამბავი ხომ შთამბეჭდავია, მაგრამ არანაკლებია ფოტოგრაფი ჯერომე ბროიულეტის კადრი, რომელიც მედინას გამარჯვების აღნიშვნას ასახავს — „პირობები სრულყოფილი იყო, ტალღები იმაზე მაღალი, ვიდრე ველოდით. მედინა ტალღის უკან იყო, ვერ ვხედავდი, თუმცა უეცრად გამოჩნდა და 4 სურათი გადავუღე, მათგან ერთია ეს“:
ფოტო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში, მედინაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თავის მიზანს, მაგრამ როგორც შემდგომში განაცხადა, მას ეგონა, რომ შედეგი 10-ქულიანი იქნებოდა. 9.90-ით კი შეაფასეს, მაგრამ 10 ამ კადრს შეგვიძლია დავუწეროთ…