“გაბრიელ შანელი რომ ვარსკვლავი ყოფილიყო, ის იმ ხელოვანთა თანავარსკვლავედის გული იქნებოდა, რომლებმაც მე-20 საუკუნის ხელოვნებაში რევოლუციური ცვლილებები შეიტანეს” – ასე იწყებს ამბის თხრობას Chanel-ის ბრენდი კოკო შანელზე. როგორ წარმოუდგენიათ სხვადასხვა რაკურსით დანახული გაბრიელ შანელი? “ის რომ ხელოვნების ნიმუში ყოფილიყო, ავანგარდული კოლაჟი იქნებოდა”… ვიდეორგოლში კოკო შანელის ბიოგრაფია და ხასიათი დინამიკური კომბინაციით, ფილმივითაა გადმოცემული და დაახლოებით, წუთნახევარში უზარმაზარ ისტორიას გვიყვება მის შესახებ.