“საქართველოს საავტომობილო კლუბმა” თავისი მომსახურებების მომხმარებლებისთვის გასაცნობად საინტერესო ვირუსული კამპანია წამოიწყო, რომელშიც გამოყენებულია სათვალთვალო კამერებიდან აღებული კადრები.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianAutomobileClub/videos/1357184677625396/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
„კომუნიკაციის არჩევისას გადავწვიტეთ, რომ ფორმატი ყოფილიყო „რეალური სიტუაციების ინსცენირება“. შესაბამისად გამოვიყენეთ CCTV (უსაფრთხოების კამერა) ფილტრი და მესიჯის გადაცემაც ამ ფორმატიდან გამოუსვლელად ვარჩიეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო, ამ ვიდეოების გავირუსება და აღნიშნული ფორმატი ამაში დაგვეხმარა, მაგრამ ამავდროულად, ფსევდო-რეალური სიტუაციებით პრობლემების ჩვენება ყველაზე ნათლად ასახავს იმ მომსახურებების საჭიროებას, რომელთაც ჩვენი კომპანია თავის კლუბის წევრებს აწვდის,“ – აცხადებენ კომპანიაში.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianAutomobileClub/videos/1355833031093894/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianAutomobileClub/videos/1357257534284777/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgianAutomobileClub/videos/1351514741525723/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
“საქართველოს საავტომობილო კლუბი” GAC ქართულ ბაზარზე ახალი კომპანიაა, რომელიც ავტომობილების მფლობელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათზე მორგებულ, კომპლექსურ მომსახურეობას სთავაზობს. კლუბის წევრებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი მომსახურებებით, როგორიცაა: გზებზე ავტომობილების უფასო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში უფასო ევაკუირება, უფასო იურიდიული კონსულტაცია, უფასო მძღოლის სერვისები და სხვა.