სულ ცოტა ხნის წინ გაჩა ბაქრაძემ დაურელიზებელი კომპოზიციების კომპილაცია გამოაქვეყნა. ალბომში შესულია ტრეკები, რომლებსაც გაჩა პერიოდულად ქმნიდა, თუმცა, მათ აქამდე დღის შუქი არ მოჰფენიათ. ალბომში შესულია 13 კომპოზიცია და მათი მოსმენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
გაჩა ბაქრაძეს მსმენელი 2008 წლიდან იცნობს და ის დღეს ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ერთ-ერთი ცნობილი არტისტია. სადებიუტო ალბომი გაჩამ 2012 წელს გამოუშვა, სახელწოდებით “Remember”, 2017 წელს ასევე მოვისმინეთ ცნობილ ლეიბლზე, Apollo Records-ზე გამოშვებული მინი ალბომიც, სახელწოდებით “We Must Be Woods”.