ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდუსერი გაჩა ბაქრაძე ცნობილ ლეიბლზე, Apollo Records ახალ EP-ს, “’We Must Be Woods” უშვებს. მინი ალბომში 5, სხვადასხვა ჟღერადობის მქონე კომპოზიციაა გაერთიანებული.
შეგახსენებთ, რომ ეს გაჩას რიგით მეოთხე რელიზია ბრიტანულ ლეიბლზე, 2015 წელს Apollo-ზე მისი ალბომი Send Two Sunsets გამოვიდა, რომელში ტუსია ბერიძესთან ერთად შექმნილი ტრეკებიც შედიოდა.
მოუსმინეთ ტრეკს ახალი EP-დან, Gather: