in

გაჩა ბაქრაძის ახალი EP, „Western Arrogance“


ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი, გაჩა ბაქრაძე გერმანულ ლეიბლზე „Die Orakel“  მინიალბომს „Western Arrogance“ უშვებს. EP სრულიად 14 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი, 4 კომპოზიციისგან შემდგარ რელიზში, გაჩა IDM-ის, ბრეიქბიტისა და ელექტროს ნაზავ სინემატიკურ ტექსტურებს ქსოვს. მინიალბომის პირველი კომპოზიცია „Constant“ კი უკვე ხელმისაწვდომია მსმენელისთვის.

გაჩა ბაქრაძეს მსმენელი 2008 წლიდან იცნობს და ის დღეს ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ერთ-ერთი ცნობადი არტისტია. ჯგუფ Me & My Monkey-ის შემდეგ, სადებიუტო ალბომი გაჩამ 2012 წელს გამოუშვა, სახელწოდებით “Remember”, 2017 წელს ასევე მოვისმინეთ ცნობილ ლეიბლზე, Apollo Records-ზე გამოშვებული მინი ალბომიც, სახელწოდებით “We Must Be Woods”.


„დიდი სიყვარულის დასაწყისი“ – Wolt ქუთაისშია!

შოთა ჩინჩალაძეს LEVEL C-მ ბრენდინგის სპეციალისტის კომპეტენტია დაუდასტურა – რას ნიშნავს ეს?