in

რესტორანში დაწყებული ნაცნობობა, სექსი და დილით დაცარიელებული სახლი

BOG
BOG

როგორც ჩანს, მხოლოდ მიმზიდველი გარეგნობა და საოცარი შარმი ყოველთვის არ არის საკმარისი ლამაზი ქალბატონის სახლში გასაჩერებლად. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახლი ისეთი ავეჯით არის მოწყობილი, როგორსაც ბრენდი Westwing–ი აწარმოებს. ამ შემთხვევაში, დილით გაღვიძებული არა თუ ქალს არ უნდა ელოდოთ, არამედ დაცარიელებული სახლისთვისაც კი მზად უნდა იყოთ.

 

ბრენდის 50 წამიან სარეკლამო ვიდეორგოლზე, სტუდენტმა პიერ–ანდრე გროტემ იმუშავა და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ცდისთვის საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. რაც შეეხება წყვილს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს რგოლში, ისინი რეალურ ცხოვრებაში ცოლ–ქმარი არიან და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ Westwing–ის ვოდეორგოლში. ასეა თუ ისე, მთავარი გმირებიც ძალიან ეფექტურად გამოვიდნენ და თავად რეკლამაც მშვენიერია.

პერსონალური მონაცემების ანბანი – კრეატიული გზა ყველასთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად

“Fame”-ზე აცეკვებული სამყაროს მბრძანებლების ცნობილი პერსონაჟი Skeletor