ნოემბრის დასასრულს, „ლიკანის“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე კამპანია #გაცოცხლდი დაიწყო. მასში, ერთი თვის განმავლობაში, მხატვრული ტანმოვარჯიშე – სალომე ფაჟავა, ტრეისერი – გივი მაღრაძე, როლერი – ჯაბა სხვედიანი და სკეიტერი – ლუკა რურუა ჩაერთნენ. ისინი განსხვავებულად გამოხატავენ ბრენდის ღირებულებებს, თუმცა, საერთო სათქმელს ამბობენ და მოგვიწოდებენ – #გაცოცხლდი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ბრენდის კომუნიკაციისას პრიორიტეტული მიმართულებაა და სხვადასხვა კამპანიაში იჩენს ხოლმე თავს. მინერალური სასმელის საკომუნიკაციო სტრატეგია მოძრაობას, აქტივობას, მოქმედებას, სიჯანსაღის წახალისებას ითვალისწინებს და წარმოაჩენს ახალ თაობას, როგორც ახალ ენერგიას, „ლიკანს“ კი როგორც ძალების აღდგენის, მოტივაციისა და ორგანიზმის სიჯანსაღის უზრუნველმყოფს. მარკეტერი გთავაზობთ „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერ – ტატა ქათამაძის კომენტარს და აქვე, კამპანია #გაცოცხლდის ფარგლებში შექმნილ ოთხ ვიდეორგოლს:
[fbvideo link=”https://www.facebook.com/likani/videos/1564286460314591/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/likani/videos/1557561020987135/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„ლიკანი“ მინერალური წყალია, რომელიც გვავსებს სიცოცხლით, ენერგიით და უფრო ჯანსაღს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას; ბუნებრივია, ბრენდის სტრატეგია, სწორედ ადამიანების გააქტიურებასა და გამოცოცხლებისკენ არის მიმართული. პროექტი #გაცოცხლდი ემსახურება გამორჩეული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების გაცნობას საზოგადოებისთვის, რომლებიც ბევრს შრომობენ, აღწევენ მიზანს და არასდროს ჩერდებიან. ვფიქრობ, ვინც „ლიკანის“ ვიდეოებს ნახავს, ნამდვილად აივსება სიამაყით, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი მისწრაფებებით და განვითარებით! სასიხარულოა, რომ ლიკანი გვაძლევს საშუალებას გავიცნოთ, შევამჩნიოთ, დავინახოთ ასეთი ნიჭიერი და უშიშარი ადამიანები ჩვენ ირგვლივ. 4 ვიდეორგოლი გადავიღეთ Facebook მომხმარებლებისათვის, რადგან მიგვაჩნია რომ რეკლამის ფუნქცია, პირველ რიგში, საინტერესო მასალის გავრცელებაა“, – „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი – ტატა ქათამაძე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/likani/videos/1544785255598045/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/likani/videos/1542668985809672/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]