9
იან
2017

გაცვეთილი სპორტული ფეხსაცმლით მოპოვებული თავისუფლება – Adidas–ის შთამბეჭდავი ისტორია

9 იან 2017

მოხუცთა თავშესაფარში გატარებულ წუთებს, ძირითადად, ერთი დანიშნულება აქვს ხოლმე და ეს წარსული ცხოვრების გახსენებაა. Adidas–მა გერმანიის ხელოვნების აკადემიის Baden-Württemberg–ის სტუდენტებთან ერთად, ძალიან შთამბეჭდავი ვიდეორგოლი შექმნა.

BOG PLUS

 

1:40 წუთიან რგოლში გადმოცემულია ხანშიშესული კაცის ისტორია, რომელსაც თავისი ცხოვრების განვლილ წარმატებებს და მნიშვნელოვან მომენტებს, დროსთან ერთად სიამაყით გაცვეთილი სპორტული ფეხსაცმელი ახსენებს. მიუხედავად ასაკისა, მოხუცს ოთახის კედლებზე გამარჯვებების ამსახველი ფოტოები და ამ მიღწევების მომტანი ერთი წყვილი ფეხსაცმელი, კვლავ იზიდავს და ძველი დროის კიდევ ერთხელ გახსენებას მაცდურად სთავაზობს.

ამბობენ, გვიან არასდროს არისო და მართალიცაა, მიუხედავად ასაკისა და დაბრკოლებებისა, მეგობრების დახმარებით, Adidas–ის გმირი მაინც გადალახავს ყველა წინააღმდეგობას და თავშესაფარს ისე დატოვებს, როგორც კვლავ დიდებული სპორტსმენი.

განხილვა