in

“გადადგი პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ” – Fitpass-ის ახალი კამპანია

„გადადგი პირველი ნაბიჯი Fitpass-თან ერთად“ – კამპანია, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. კორპორატიული შეთავაზება 200-მდე ობიექტს აერთიანებს და 40-ზე მეტ აქტივობას გვთავაზობს.

მას შემდეგ, რაც ბაზარზე Fitpass-ი გამოჩნდა, სხვადასხვა დაწესებულებების აბონემენტის შეძენა საჭირო აღარაა. შეგიძლია გქონდეს ერთი აპლიკაცია და ყოველდღე სხვადასხვა აქტივობით დაკავდე. რაც მთავარია, Fitpass-ის პარტნიორი ობიექტები მხოლოდ თბილისში არ მდებარეობს, კორპორატიული შეთავაზებით სარგებლობა, ქვეყნის უმეტეს რეგიონშია შესაძლებელი.

ახალი კამპანიის მთავარი მიზანი, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოცვაა. აუცილებელი არაა, იყო პროფესიონალი სპორტსმენი – Fitpass-თან ერთად, პირველი ნაბიჯის გადადგმა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.

აპლიკაციის საშუალებით, Fitpass-ის პარტნიორ ობიექტებში ვიზიტის დაფიქსირება უმარტივესადაა შესაძლებელი.  რაც მთავარია, სერვისზე შეზღუდვები არ ვრცელდება და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.

„გადადგი პირველი ნაბიჯი Fitpass-თან ერთად“ – კამპანიის ფარგლებში, კრეატიულ სააგენტო კრაკენთან ერთად, მომზადდა სამოტივაციო ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანი მომსახურების უნიკალურობისა და უპირატესობების უფრო მეტი ადამიანისთვის გაზიარებაა. Fitpass-ი ყველანაირი გემოვნებისა და ინტერესის ინდივიდს აერთიანებს, რაშიც პარტნიორი ობიექტების სიის ნახვისას, აუცილებლად დარწმუნდებით.

„ჩვენ გვინდა ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოტივაცია და დადებითი მუხტი მთავარ თემად ვაქციოთ. ხშირად, ნაკლები ძალისხმევისა და დროის უქონლობის გამო, ვარჯიშის დაწყება გვიჭირს. Fitpass-ი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც დაგეხმარებათ გადადგათ პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ და ის თქვენთვის ყველაზე საინტერესო აქტივობით დაიწყოთ,” – გიორგი შანიძე, Fitpass-ის დირექტორი.

Fitpass-ი კორპორატიული შეთავაზებაა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სასურველი ობიექტების მოძიება სამსახურთან ახლოს შეგიძლიათ, სამუშაო დღის ბოლოს კი, მრავალფეროვანი აქტივობები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.

მზად ხარ ახალი თავგადასავლისთვის? დაიწყე მოგზაურობა სპორტულ სამყაროში და დაიმუხტე განსაკუთრებული ემოციებით. აღმოაჩინე ახალი ჰობი შენს ცხოვრებაში – გადადგი პირველი ნაბიჯი Fitpass-თან ერთად!

[პარტნიორის კონტენტი]

საკუთარ თვითშეფასებას სხვა ადამიანების მოსაზრებებზე ნუ ააწყობ

Setanta Sports-მა თბილისის ყველაზე დიდ სარეკლამო ეკრანებზე UFC298 აჩვენა