in

“გადაჯექი ნამდვილ Jeep-ზე” – სიახლე ჯიპისა და ფიატის ცენტრში !

სამშაბათს, 15 სექტემბერს ჯიპისა და ფიატის ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღონისძიება მოეწყო, რომლის მიზანიც ცენტრში არსებული გრანდიოზული სიახლეების გაჟღერება გახლდათ.

კერძოდ პირველად საქართველოში JEEP – ის ცენტრმა შემოიყვანა 3 ექსკლუზიური მოდელი:

წარმოუდგენლად სწრაფი JEEP Grand Cherokee SRT, 6,4 ძრავითა და 475 ცხენის ძალით, საოცარი სპორტული შესაძლებლობებით, რომელიც 0-100კმ/სთ სულ რაღაც 4,8წმ-ში ავითარებს. JEEP Grand Cherokee SRT -ს ვიზუალიც შთამბეჭდავი აქვს, იგი ყველაზე გამომწვევი, დინამიური და აგრესიული ავტომობილია JEEP-ის სამოდელო რიგში.

დანარჩენი ორი ექსკლუზიური მოდელები არის საშუალო ზომის იდეალურად მანევრირებადი და სრული კომფორტით აღჭურვილი-ტოტალურად განახლებული JEEP Cherokee Limited და ჯიპის #1 ოფროუდერი, თავისუფლების სიმბოლო JEEP Wrangler Sahara ექსკლუზიური ფერითა და აღჭურვილობით.

Jeepცენტრში იტალიური ბრენდის ფიატის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სიახლეა, ფიატისა და ჯიპის ცენტრმა წარმოადგინა ლეგენდარული FIAT 500 ის სრულიად განახლებული ვერსია FIAT 500 X, რომელიც პირველია 500 -ის სერიაში ნამდვილი Jeep-ის ბაზაზე , ავტომობილი აღჭურვილია Jeep-ის 4X4 სისტემით და 9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. FIAT 500 X გამოირჩევა თავისი შეუდარებელი ქარიზმატულობით, მოდურობით და ელეგანტურობით, რომ არაფერი ვთქვათ მის საოცრად ეკონომიურ ძრავზე და ავტომობილის შეუდარებელ სიმძლავრეზე.

აღნიშნული მოდელები ჯიპის ცენტრმა საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანა ლოიალური კლიენტების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე.

ჯიპის ბრენდის ავტომობილებმა მისთვის ბუნებრივი პირობების გამო განსაკუთრებული წარმატება და პოპულარულობა გამოიწვია საზოგადოებაში, გამომდინარე ქვეყნის რელიეფური პირობებიდან ჯიპის მარკის ავტომობილები იდეალურად ესადაგება აღნიშნულ გარემოს, იგრძნობა პრემიუმ კლასის ხარისხი, კომფორტი, ტექნოლოგიები და რაც მთავარია off-road შესაძლებლობები.

ჯიპისა და ფიატის ცენტრი მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს აქციის არაჩვეულებრივი პირობებით და ახლაც გთავაზობთ აქციას „გადაჯექი ნამდვილ Jeep-ზე“ რომელიც უპრეცენდენტოა, რადგან მხოლოდ ჯიპის ცენტრში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ჩააბაროს კუთვნილი ავტომობილი მაქსიმალურ ფასად და „გადაჯდეს ნამდვილ Jeep-ზე“, მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ცენტრშივე ისარგებლონ მარტივი განვადებისა და გადაფორმების სერვისებით.

ნამდვილი JEEP -ების ნახვა შესაძლებელია JEEP -ის ცენტრში, ბელიაშვილის 97, მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და ჩაეწეროს ტესტ-დრაივზე 2 307 307

გადახდა შესანიშნავია! მარკეტინგი შესანიშნავია! – Pay Sticker-ის ახალი სიცოცხლე!

FX.GE – ფულის გადახურდავება ონლაინ სივრცეში