in

ნახეთ: გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუში

ნამუშევარი იუკო ნაშიკავას ეკუთვნის

ჭერზე დაკიდებული ტკბილეულის მსგავსი რბილი ქაღალდი პირქუშ გალერეას ზღაპრულ სამყაროდ აქცევს. იუკო ნაშიკავას ნამუშევარი გადამუშავებული შესაფუთი მასალისგან, ძველი დღიურებისგან, ესკიზებისა და სხვა ნარჩენებისგანაა შექმნილი, როგორც დაგრეხილ ლითონებზე დამაგრებული ინდივიდუალური კაფსულები.

როგორც ხელოვანი ამბობს, მან სულ რაღაც ერთი წელია, კერამიკას ქაღალდი ამჯობინა – ის მსუბუქია, არ საჭიროებს ღუმელს და გაშრობის შემდეგ უფრო გამძლეა. ამასთან, ნამუშევრის ფერადოვნება და დახვეწილი ჩრდილები, რომლისკენაც იუკო მიისწრაფვის, შალის ძაფების პიგმენტებითა თუ საღებავების შერევითაა შთაგონებული.

“მე ავურიე ლურჯი, წითელი და ყვითელი, რათა მეწამული ფერი მიმეღო. ასევე, ისინი სხვადასხვა შერწყმის საფეხურზე გავაერთიანე, განსხვავებული ტექსტურისა და ფერის ეფექტების მისაღებად. სქელ ქაღალდს ერთგვაროვანი ფერი ექნება, ხოლო დანაწევრებული ქაღალდი წერტილოვან ეფექტს მიიღებს” – აღნიშნავს მხატვარი.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ნიშიკავა Kishka Gallery & Library-ში პერსონალური გამოფენის გახსნას გეგმავს. მანამდე კი რამდენიმე ნამუშევრის შეძენა Room68-ის მეშვეობით შეიძლება.

Jeep-ის საუკეთესო თავგადასავლები იწყება!

ნახეთ: ფოტოებით გადმოცემული მოსავლის აღების პროცესი