in

რა გავლენას ახდენს გადამუშავებული საკვები ჩვენს ორგანიზმზე?

დღესდღეობით ხშირად გვესმის ტერმინი “გადამუშავებული საკვები”, რომელიც, უმეტესწილად, ნეგატიურად აღიქმება. რეალურად, საკვების უმეტესობას დამუშავება სჭირდება და ყველა დამუშავებული საკვები არ არის მავნე ორგანიზმისთვის.

თუმცა, ქიმიურად დამუშავებულ საკვებს, რომელსაც ასევე უწოდებენ ულტრა გადამუშავებულ საკვებს, აქვს მაღალი შაქარი, ხელოვნური ინგრედიენტები, რაფინირებული ნახშირწყლები და ტრანს ცხიმები. ამის გამო, ისინი არიან სიმსუქნისა და ავადმყოფობის გამომწვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადამუშავებული საკვების მიღება მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში. ადამიანის დღის რაციონის 25-60%-ს საშუალოდ სწორედ გადამუშავებული საკვები შეადგენს.

ამ სტატიაში ჩვენ განიხილავთ, თუ როგორ შეიძლება დამუშავებულმა საკვებმა გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

და მაინც, რა არის გადამუშავებული საკვები?

ტერმინმა “გადამუშავებული საკვები”  შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაბნეულობა, რადგან საკვების უმეტესობა რაღაც დონეზე მაინც მუშავდება. მექანიკური დამუშავება – როგორიცაა ძროხის დაკეპვა, ბოსტნეულის გათბობა ან საკვების პასტერიზაცია – სულაც არ ხდის საკვებს არაჯანსაღს. თუ დამუშავება არ შეიცავს ქიმიკატებს ან ინგრედიენტებს, ის არ ასუსტებს საკვების სიჯანსაღეს.

თუმცა, არსებობს განსხვავება მექანიკურ დამუშავებასა და ქიმიურ დამუშავებას შორის.

ქიმიურად დამუშავებული საკვები ხშირად შეიცავს მხოლოდ რაფინირებულ ინგრედიენტებს და ხელოვნურ ნივთიერებებს, მცირე კვებითი ღირებულებით. მათ აქვთ ქიმიური არომატიზატორები, ფერები და დამატკბობლები.

ამ ულტრა გადამუშავებულ საკვებს ზოგჯერ უწოდებენ “კოსმეტიკურ” საკვებს, ვიდრე რეალურ და სრულფასოვან საკვებს.

ულტრა გადამუშავებული საკვების მაგალითებია:

  • გაყინული ან მზა კერძები;
  • ცომეული, მათ შორის პიცა, ნამცხვრები და საკონდიტრო ნაწარმი;
  • შეფუთული პურები;
  • დამუშავებული ყველის პროდუქტები;
  • კრეკერი და ჩიფსი;
  • ტკბილეული და ნაყინი;
  • ატრია და ატრიის სუპები;
  • ძეხვი, სოსისი და ა.შ
  • სოდა და სხვა ტკბილი სასმელები;

გადამუშავებული საკვები ცუდ გავლენას ახდენს ორგანიზმზე?

ულტრა დამუშავებულ საკვებს აქვს კარგი გემოვნური თვისებები და ხშირად იაფია. თუმცა, ისინი, როგორც წესი, შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც შეიძლება იყოს მავნე, როგორიცაა: გაჯერებული ცხიმები, შაქარი და მარილი. ეს საკვები ასევე შეიცავს ნაკლებ ბოჭკოსა და ნაკლებ ვიტამინებს, ვიდრე ჯანსაღი საკვები.

ერთმა დიდმა კვლევამ, რომელიც მოიცავდა 100,000-ზე მეტ ზრდასრულ ადამიანს, დაადგინა, რომ საშუალოდ დღეში 10%-ზე მეტი დამუშავებული საკვების მიღება იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, გულის კორონარულ დაავადებებსა და ცერებროვასკულურ  დარღვევებს. კიდევ ერთმა დიდმა კვლევამ, რომელიც მოიცავდა თითქმის 20,000 ზრდასრულ ადამიანს, დაადგინა, რომ ყოველდღიურად 4 პორციაზე მეტი დამუშავებული საკვების მიღება დაკავშირებულია სიკვდილიანობის რისკთან. გარდა ამისა, დამუშავებული საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება.

ქვემოთ, ჩვენ განვიხილავთ შვიდ მიზეზს, რის გამოც დამუშავებულმა საკვებმა შეიძლება  ადამიანის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს:

1. დამატებული შაქარი

2. ხელოვნური/ქიმიური ინგრედიენტები

3. რაფინირებული ნახშირწყლები

4. ნუტრიციების დაბალი შემცველობა

5. ნაკლებ-ბოჭკოვანობა

6. ჭარბი კალორაჟი

7. ტრანს ცხიმები

შეჯამება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გადამუშავებული საკვები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამასთან, ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღება ზრდის ჯანმრთელობის რისკს. კვების დასაბალანსებლად ან სიჯანსაღისთვის, ადამიანს შეუძლია შეცვალოს ულტრა დამუშავებული საკვები სხვა საკვებით, მაგალითად: მარცვლეული, თხილი, თესლი, უცხიმო ხორცი, ხილი, ბოსტნეული და პარკოსნები.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

როგორ ვითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგვწონს?

მეცნიერებმა კვანტური პროგრამული უზრუნველყოფა კლასიკურ კომპიუტერზე გამოიყენეს