in

ილონ მასკი Twitter-ის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას გეგმავს

veon
veon

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter შეისყიდა, ის პლატფორმის პოტენციური ცვლილებების შესახებ იდეების განხილვით აქტიურადაა დაკავებული. ამჯერად კი მან გამოთქვა აზრი, რომ კორპორაციები და მთავრობები ტვიტერით სარგებლობისათვის გადასახადს უნდა იხდიდნენ.

„ტვიტერი ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის ყოველთვის უფასო იქნება, თუმცა კომერციულ/სამთავრობო მომხმარებლებს ის მცირე თანხა მაინც დაუჯდებათ“, — წერს მილიარდერი. ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, შესაძლოა, მან მედია კომპანიებს ტვიტების ციტირების ან სტატიებში ჩასმისათვის გადაახდევინოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობებისა და კორპორაციებისათვის თანხის მოთხოვნა არც თუ ისე ადვილი საქმე იქნება… უკვე დასაწყისშივე იკვეთება რამდენიმე პოტენციური პრობლემა: რამდენად დიდი უნდა იყოს კომპანია იმისთვის, რომ გადასახადი დაეკისროს?; როგორ განისაზღვრება ტარიფი? მაგალითად, ალოგიკური იქნება, თუ Coca-Cola და ადგილობრივი ლუდსახარში ერთი და იგივე თანხას გადაიხდიან; ტარიფს გამომწერების მიხედვით დაადგენ თუ რაიმე სხვა მექანიზმი იარსებებს?; როგორ მოხდება გადასახადის აკრეფა?

მართალია, ეს პასუხგაუცემელი კითხვები უკვე გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა ჯერ თავად იდეაც იდეის დონეზე რჩება და ჯერჯერობით გეგმას ვერ ვუწოდებთ. ასე რომ, შეგვიძლია, მომდევნო ნაბიჯებს დაველოდოთ.

Excel-ის ფორმულები, რომლებიც ყველა მარკეტერს სჭირდება

PayBox – პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქართველოში