in

გადაუვლის თუ არა Tesla Model 3 გზაზე მიმავალ კატას? — ექსპერიმენტი

რას იზამდა თქვენი Tesla, თუ მგზავრობისას ყურადღებას მოადუნებდით და წინ კატა გადაგირბენდათ? საინტერესოა, შეანელებდა თუ არა ის მოძრაობას. მანქანის ერთ-ერთმა ენთუზიასტმა გადაწყვიტა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაეტარებინა ექსპერიმენტი.

12-წუთიან ექსპერიმენტში ავტომობილის ორი მოდელია გამოყენებული — Tesla Model 3 და Volvo V90. ორივე მათგანი ცნობილია თავისი ავტომატური უსაფრთხოების მახასიათებლებით, რომლებიც დაბრკოლებების დროს დაუყოვნებლივ ააქტიურებს დამუხრუჭების ფუნქციას. ახლა კი მეტ უოტსონმა ისინი გამოცადა როგორც სხვა მანქანებზე, ისე ფეხით მოსიარულეებსა და რამდენიმე სხვადასხვა ზომის ცხოველზე.

პირველ მცდელობაზე უოტსონმა ორი ავტომობილი შეახვედრა ერთმანეთს და ორივე მათგანი დროულად გაჩერდა. იგივე მოხდა თავად ილონ მასკის მუყაოს ფიგურის შემთხვევაშიც. ამასთან, ვოლვომ მგზავრის ღვედის შეკვრაზეც იზრუნა, რაც ტესლას არ გაუკეთებია.

რაც შეეხება ცხოველებს, როგორც ჩანს, აქ მთავარი განმსაზღვრელი ცხოველის ზომაა… კერძოდ, Tesla Model 3-მა უპრობლემოდ აღიქვა კენგურუს სათამაშო და დროულად დაამუხრუჭა. პატარა ცხოველების შემთხვევაში კი ვერც ერთმა მანქანამ ვერ შეძლო შესაბამისი რეაგირება — გამოდის, კატა მათი მსხვერპლი გახდა.

ასე რომ, დიახ, თქვენი ტესლა ჩვეულებრივ გადაუვლის კატას, თუ ოდნავ მაინც მოადუნებთ ყურადღებას. ამიტომაც, ნუ დაეყრდნობით ავტომატურ სამუხრუჭე სისტემას — არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების შემთხვევაშიც.

პრეისტორიულ მხატვართა დიდი ნაწილი ბავშვი იყო — კვლევა

უხილავი გმირები მეიჯერელის ყოველდღიურობიდან – გაიცანი გაგა