ყოველ ახალ წელს თითქოს ყველაფერი განსხვავებული უნდა დაიწყოს, უფრო უკეთესი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი. თითქოს, ყველაფერი იცვლება, თავდაყირა დგება და ჩვენც სიმბოლურად, ახალი ფურცლიდან ვიწყებთ ცხოვრებას. საკუთარ თავს ვაძლევთ პირობას, რომ ახალ გეგმებს დავაწყობთ, არ შევუშინდებით გამოწვევებს და გამბედავად გადავდგამთ ნაბიჯებს. ძველ ჩვევებს კი წარსულს დავუტოვებთ, რადგან დროა, გადმოვეწყოთ ახალ წელზე. „გადმოეწყვე ახალ წელზე“ – ამ გზავნილით, „თეთრი კვადრატი“ 2023 წლის მოახლოებას გვამცნობს და უკეთესი ცხოვრებისთვის გვიქმნის განწყობას.
გადმოეწყვე ახალ წელზე! – თეთრი კვადრატის საახალწლო ვიდეორგოლი













