in

„გადმოენთე“! – „ენთები“ თავიანთ გუნდში გულანთებულ წევრებს იწვევენ

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც „ენთები“, კამპანია „გადმოენთეს“ ფარგლებში, აქტიურად ახდენს პოტენციურ თანამშრომლებთან კომუნიკაციას. კამპანიის მიზნობრივი აუდიტორიაა ბუღალტრები, ფინანსისტები და საგადასახადო ექსპერტები და მთავარი მიზანია პოტენციურ დასაქმებულებს გააცნოს „ენთები“, კერძოდ დაანახოს მისი შიდა სამზარეულო და გააცნოს გუნდი, რომელიც დგას კომპანიის უკან. კამპანია „გადმოენთეს“ გზით „ენთები“ წარმოაჩენს მასთან მუშაობის უპირატესობებს და იქცევს პროფესიონალი კადრების ყურადღებას.

„ენთები“ აცნობიერებს, რომ მისი მთავარი ფასეულობა ძლიერი და მოტივირებული თანამშრომელია, ამიტომ ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილებაზე. „ენთებთან“ თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ თქვენი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას და რაც მთავარია, იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო მაქსიმალურად ხალისიანი და ფერადი იყოს, განტვირთვისთვის, „ენთებთან“ ხშირია გასვლითი ღონისძიებები და სხვადასხვა სახალისო აქტივობები, რომლებსაც აორგანიზებს „თანამშრომელთა გამოცდილების მართვის“ განყოფილება. არ მოგესმათ, „ენთებს“ ცალკე განყოფილება აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო გამოცდილება უფრო სასიამოვნო იყოს. უფრო მეტიც, ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილება (HC) და თანამშრომელთა გამოცდილების მართვის განყოფილება დამოუკიდებელი ერთეულებია და იდეალურად აბალანსებენ ერთმანეთს.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი განვითარებისთვის, „ენთები“ იყენებს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური რეპორტინგისა და კომუნიკაციის მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და ახდენს თანამშრომლების მუდმივ დატრენინგებას საერთაშორისო მეთოდოლოგიებით. ასევე თანამშრომლებისთვის ხდება გარე კურსებისა და სერტიფიცირების თანადაფინანსება. 

ორიოდე სიტყვით თავად კომპანიის შესახებაც: „ენთები“ ბაზრის ლიდერი ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების აუთსორსინგის კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 450-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“ დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ ემსახურება კლიენტი კომპანიების ინტერესებს ხელმისაწვდომ ფასად, საერთაშორისო პროფესიული და ეთიკის სტანდარტების დაცვით. კლიენტი კომპანიების რაოდენობა მუდმივად იზრდება და პარალელურად მიყვება ხარისხის კონტროლის სისტემებიც. „ენთებთან“ თანამშრომელი მუდმივი კარიერული წინსვლისა და განვითარების რეჟიმშია.

„ენთების“ კამპანია „გადმოენთე“ შექმნა “Meta Agency”-მ და მანვე უზრუნველყო მისი პრაქტიკული განხორციელება. კამპანია მოიცავდა ანიმაციის შექმნას, გახმოვანებას, მიმზიდველი სტატიკური ვიზუალების შექმნას და ამ ყველაფრის სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და საძიებო სისტემაში კომუნიკაციას, მათ შორის, სარეკლამო ბიუჯეტის მართვასა და მონიტორინგს. 

და ბოლოს, „ენთებთან“ თანამშრომლობით, დასაქმებული ხვდება გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მის უსწრაფეს განვითარებას და მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებას.

[R]

Porsche-ს შთაგონებით, Xbox-ის კონსოლების ახალი დიზაინი შეიმუშავეს

ალდაგმა ციფრული პროდუქტების განვითარების ახალი პლატფორმა დანერგა