დიახ, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ცხელი ღამე იყო. სამშაბათს, 19 ივლისს, ყველაზე მაღალი 102,4 °F (40,2 °C) ტემპერატურა დაფიქსირდა და ეს პირველი შემთხვევაა… მანამდე კი 101.6 °F (38.7 °C) იყო დაფიქსირებული. თუმცა ექსპერტები ტემპერატურის მომატებაზე ფიქრობდნენ…
„ექსტრემალური სიცხის ეს უპრეცედენტო წითელი გაფრთხილება კლიმატის საგანგებო მდგომარეობის შესახებ გაღვიძების ზარი უნდა იყოს, ეს საშიშია და რეალური“, — ამბობს ჰანა კლოკი, პროფესორი.
ტემპერატურული მატება ჩრდილოეთ აფრიკიდან მოსული სიცხის ტალღით იყო გამოწვეული, ამან საფრანგეთსა (104 °F / 40 °C)) და ესპანეთში (107,2 °F / 41,8 °C) ადგილობრივი სიცხის რეკორდებიც მოხსნა და დამანგრეველი ტყის ხანძრებიც კი გამოიწვია.
10 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით ესპანეთში სიცხის გამო 510 ადამიანი დაიღუპა, პორტუგალიაში კი ერთ კვირაში სიცხისგან გამოწვეული პრობლემებით 659 გარდაცვალება დაფიქსირდა.
ხოლო ხანძრების გამო, რომლებმაც 32 ათასი ჰექტარი მიწა მოიცვა, საფრანგეთიდან, კერძოდ კი ჟირონდიდან, 16 000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.
„შესაძლოა, სიცხე უკიდურესად დამანგრეველი აღმოჩნდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ისტორიულად მაღალი ტემპერატურები არ გვაქვს, ხალხი აქ სიცხესთან გამკლავებას ნამდვილად არ არის ისე შეჩვეული, როგორც სამხრეთის ქვეყნებში“, — აცხადებს ჯორჯ ჰავენითი, პროფესორი.
სტივენ პაუსონი, NASA-ს წარმომადგენელი კი განმარტავს: „ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ადამიანების აქტივობით გამოწვეული სათბურის ემისიები ამინდის ექსტრემალურ პირობებს იწვევს, რასაც გავლენა ჩვენს საცხოვრებელ პირობებზეც აქვს“.