in

გაგა გოგუა – #პირველისამსახური

gaga gogua

სკოლა 1992 წელს დავამთავრე. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში დიდი ცვლილებები და საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. იმ წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე ფიზიკა-მათემატიკაზე. იმ არეულ პერიოდთან გასამკლავებლად, ოჯახი რომ გვერჩინა, ბევრი რამის კეთება გვიწევდა, მე და ჩემი მეგობრები ხან სახურავის საიზოლაციო საშუალებას ვყიდდით და შამპანურსაც კი ვაბარებდით კიოსკებში. ვცდილობდით, მოვრგებოდით მაშინდელ რეალობას და სულ არაფერს, ვარჩიეთ მოცემულობა საჩვენოდ გამოგვეყენებინა.

ქვეყანაში სიტუაცია შედარებით რომ გამოსწორდა, მუშაობა გერმანულ ბანკში MBG დავიწყე, საკრედიტო ექსპერტად. სამსახურის დასაწყებად, სამთვიანი ტესტირებები და გასაუბრებები გავიარეთ. ეს პირველი კონკურსი იყო ჩემთვის და ხანმოკლე გამოცდილების მიუხედავად, საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, პირველ სამსახურად მაინც თიბისის აღვიქვამ, სადაც სამდონიანი გასაუბრების შემდეგ, მალევე დავიწყე საკრედიტო ექსპერტად მუშაობა. ჩემს ფუნქციაში შედიოდა 500 ლარიანი სესხების დამტკიცება. პირველი დაბრკოლებაც მახსოვს – ჩვენმა ხელმძღვანელებმა რომ დაგვიბარეს და გვითხრეს, თვეში 10 სესხი უნდა გასცეთო. ახლა, ეს რიცხვი, რასაკვირველია, ძალიან ცოტად გვეჩვენება, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი იყო. ყველაზე კარგი შედეგი იყო, ვინმე 5 სესხს თუ გასცემდა. მახსოვს, დავალება რომ მოგვცეს და გვითხრეს, არ არის პრობლემა, გაკეთდებაო. ეს გამხნევება სულ მახსოვს – თუკი რაიმე შეუძლებელი ჩანს, ვამბობთ, რომ არ არის პრობლემა, გავაკეთებთ. მახსოვს, მაშინ, პირველივე თვეში 10-ის ნაცვლად, 14 სესხი გავეცი.

ჩემი ცხოვრების მართლაც გამორჩეული წლები უკავშირდება პირველ სამსახურს, რომელმაც მიმართულება მომცა. ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იყო. სწორედ აქ ვისწავლე გუნდური მუშაობა, შევიძინე მეგობრები, უახლოესი ადამიანები, დავინახე, რა უნდა მეკეთებინა მომავალი წლების განმავლობაში, ვისწავლე საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა და პროგრესისთვის მუდმივად მზადყოდნა. დიდხანს არ ვჩერდებოდი ერთსა და იმავე პოზიციაზე, ვვითარდებოდი და 2021 წლის 1-ლ მაისს მისრულდება 20 წელი თიბისიში მუშაობის. გამოვლილი მაქვს თითქმის ყველა ეტაპი, რაც ამ ფინანსურ ინსტუტში შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამ გამოცდილებამ მომიყვანა აქამდე და ბოლო სამი წელია თიბისი ლიზინგს ვხელმძღვანელობ.

გაგა გოგუა – თიბისი ლიზინგის აღმასრულებელი დირექტორი.

რა შეღავათი ექნება ბიზნეს სექტორს, უახლოესი თვეების განმავლობაში?

რა კავშირია თვითსაბოტაჟსა და გადაწვას შორის?