ახალგაზრდა კინომატოგრაფისტთა ფესტივალის, Jameson-ის გამარჯვებულის რუს მაყურებელთან წარსადგენად მსახიობი და პროდუსერი ქევინ სპეისი მოსკოვში ჩავიდა, რადგან მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც უილიამ დეფო მონაწილეობს რუს, ახალგაზრდა რეჟისორს ანტონ ლანშაკოვს ეკუთვნის.
მხოლოდ ორი გადაღების დღე, რამოდენიმე ლოკაცია და 6 სცენა.
“პირველი ნაბიჯი ყოველთვის ურთულესია და თუ ტალანტს არ დაეხმარე ის ვერ განვითარდება, ჩვენ ვენდეთ ახალგაზრდა რეჟისორს და მის სცენარს და მან ნდობა გაამართლა” – ქევინ სპეისი.
პროექტი Jameson, ვისკის მწარმოებელ კომპანია Jameson-ს და ქევინ სპეისის ერთობლივი წამოწყებაა. მან 2011 წელს აიღო სტარტი და მათი ყურადღება ახალგაზრდა რეჟისორებზეა მიპყრობილი.
ფესტივალისთვის, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი ფილმის გადაღების. ერთი გამარჯვებულის მაგივრად იმდენი გამარჯვებულია, რამდენი მონაწილე ქვეყანაცაა. წლევანდელ ფესტივალში ამერიკამ, აფრიკამ და რუსეთმა მიიღო მონაწილეობა, ყველა ფინალისტი რეჟისორის ნამუშევარში მთავარი როლი უილიამ დეფომ შეასრულა.
http://youtu.be/VGjY5SsOHoM